რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ და მდივანმა გიორგი გამზარდიამ მთავარ გამგეობას მიმართეს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი სახსრები დაებეჭდათ სენაკის განყოფილების ანგარიშები და ისე გადაეცათ საზოგადოების ყველა წევრისთვის, ამიტომ მთავარ გამგეობას სთხოვდნენ, ჟურნალ „განათლების“ უახლოეს ნომერში დაებეჭდათ ეს ანგარიშები, რათა საზოგადოების წევრები საზოგადო კრებამდე გასცნობოდნენ მათ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა: 1) 1916 წლის მოქმედების ანგარიში, 2) 1916 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, 3) ჯიხურის ანგარიში, 4) 1917 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში და 5) ანგარიშები მის დაქვემდებარებაში მყოფი ბიბლიოთეკებისა. ხელს აწერს თავმჯდომარე ოლღა ხოფერია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ქუთაისის განყოფილებას გაუგზავნა სასამართლოს უწყება და საჩივრის ასლი მარიამ დადიანისა და მიხეილ ნიჟარაძისა, ნინო კონსტანტინეს ასული წერეთლის ანდერძის შესახებ და სთხოვა ქუთაისის განყოფილებას 8 მარტს გაეგზავნათ რწმუნებული სხდომაზე დასასწრებად.
1917
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 31 ოქტომბერს, ლივადიაში, იმპერტაიროს მიერ ხელით მინაწერი „ასე იყოს“ უტყუარი დასტური იყო სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიერ მოწონებული კანონის (9-გვერდიანი დოკუმენტი) – შტურმანებისთვის ახალი წესების დადგენის შესახებ სავაჭრო ფლოტის საზღვაო გემებზე. დოკუმენტი დამოწმებული იყო სახელმწიფო მდივნის, მაკაროვის მიერ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
ტექნიკური განყოფილების უფროსი, ინჟინერი ივანე დადიანი გზატკეცილების სამმართველოს უფროსს სწერს, რომ, ფოთის ნაოსნობის შესახებ მათი (1918 წლის 20 ნოემბრის) მიმართვის გამო, მინისტრს მიუცია სიტყვიერი განკარგულება, შეატყობინონ, რომ მათ უწყებაში ნაოსნების მისაღებად სანდო პირი გაიგზავნოს, იქამდე კი სავაჭრო-სამრეწველო სამინისტროში უნდა გაირკვეს მათი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. გზატკეცილების განყოფილების უფროსის მაგივრად ხელს აწერს ვ. ნასიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის თებერვალში სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი და კანცელარიის მმართველი როლკე ხელს აწერენ მოწმობას, რომ ინჟინერი პისტრიაკოვი ფოთის პორტის გემების მიმღები და კაბოტაჟური ცურვის ორგანიზაციის კომისიის თავმჯდომარეა, ასევე თხოვნას, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ და თანამდებობის პირმა მას დახმარება აღმოუჩინოს ფოთში გამგზავრებასა და უკან დაბრუნებაში.
1917
ტიპი: თანამდებობა
ალექსანდრე ალანია იყო ფოთის პორტის გემების მიმღები და კაბოტაჟური ცურვის ორგანიზაციის კომისიის წევრი. ყველა სახელმწიფო დაწესებულებას და თანამდებობის პირს სთხოვენ, დაეხმარონ მას ფოთში გამგზავრებასა და უკან დაბრუნებაში. მიმართვას ხელს აწერენ სამმართველოს უფროსი, ინჟინერი დადიანი, კანცელარიის მმართველი როლკე.
1917
ტიპი: თანამდებობა
კონსტანტინე გაბრიელის ძე ჩუბინოვის მოწმობის მიხედვით, ის იყო თბილისში ფხოველის ნავთობის სარეწებისთვის ყველა აუცილებელი მასალისა და ინვენტარის მიღებისა და გადაგზავნის აგენტი, რასაც ხელმოწერით და ბეჭდის დასმით ადასტურებენ გზათა სამინისტროს კანცელარიის მმართველი და საქმეთა მმართველი ფეოფან კობეშავიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო თანხა გადაიხადეს: სევასტი გერასიმეს ძე თალაკვაძემ, სოფიო (სონა) სილიბისტროს ასულმა თალაკვაძისამ, სოფიო ნიკოლოზის ასულმა კაჩაურმა, მოსე სიმონის ძე ვარამაშვილმა, მოსე სოლომონის ძე თალაკვაძემ, ანეტა სილიბისტროს ასულმა თალაკვაძემ, პაშა დიმიტრის ასულმა თალაკვაძემ და ისიდორე სილიბისტროს ძე თალაკვაძემ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 27 თებერვლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრი გახდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 27 თებერვალს ნიკოლოზ ჩხეიძე პეტროგრადის მუშათა დეპუტატების საბჭოს დროებითი აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
გიორგი დავითის ძე ოთხმეზური სამხედრო სამსახურში იყო 1917 წლის მარტიდან ომის დაწყებამდე ბათუმში.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 1-ელ მარტს ბარეულის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ლუკა იოვანეს ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 2 მარტს მეთოდე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმისმწარმოებელი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 მარტს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბაქოს განყოფილების გამგეობის 1916 წლის ანგარიში, წევრთა სია და კრების ოქმი გაუგზავნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 მარტს პეტროგრადის ჟურნალისტთა კომიტეტმა გამოაქვეყნა ახალი მინისტრების სია და ახალი მთავრობის პროგრამა, რომლის მე-3 პარაგრაფი იწყებოდა ფრაზით: „გაუქმება ყველა წოდებრივი, ეროვნული და სარწმუნოებრივი შეზღუდვისა“, მეოთხე პარაგრაფი: „დაუყოვნებლივ მომზადება დამფუძნებელი კრების მოწვევისათვის საყოველთაო, თანასწორი პირდაპირი და ფარული კენჭისყრით დამფუძნებელი კრებისა, რომელიც დააარსებს კონსტიტუციის ფორმას ქვეყნის-მართვა გამგეობაში“, მეექვსე პარაგრაფი: „არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით“. სამივე ამ პარაგრაფში ნახსენები არაა ქალთა უფლება, არც ქალთა უფლების შეზღუდვა და არც მათი ხმის უფლება დამფუძნებელ კრებისათვის და თვითმმართველობისათვის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ ცნობით, 4 მარტს რუსეთის ქალთა სწორუფლებიანობის ლიგამ და რუსეთის ქალთა ურთიერთდამხმარე საზოგადოებამ ახალ მთავრობას გაუგზავნა განცხადება დამფუძნებელ კრებაში ქალთა მონაწილეობის მიღების საჭიროებაზე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 6 მარტს ბალტიის ზღვის ფლოტის ხელმძღვანელისგან აკაკი ჩხენკელმა მიიღო ტელეგრამა, სახელმწიფო დუმის, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრისა და ფინეთის საქმეების კომისრის სკობელევის მიმართვით ხალხის მხარეს მდგარი რუსეთის ოფიცრების გათავისუფლების თაობაზე. მიმართვას ხელს აწერდა: სახელმწიფო დუმის წევრი როდიჩევი და გენერალი გულევიჩი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. ფინეთის საქმეების კომისარ როდიჩევის და მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრ სკობელევის თხოვნით კომიტეტმა დაადგინა, ოფიცრები, რომლებიც მიემხრნენ და დაექვემდებარნენ ახალ მთავრობას, არ დააპატიმრონ და უარი თქვან ისეთ ქმედებებზე, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანურ ღირსებას. დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირებმა გარნიზონის წარმომადგენელთა კომიტეტში ჩააბარონ ანგარიში მათ შესახებ, რათა მიიღონ შესაბამისი განკარგულება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. გადაწყვიტეს ქალაქ ტამერფორსის პოლიცმეისტერს გაუგზავნონ 30 კაცი, რათა თითო ცვლაში ათმა კაცმა მორიგეობით იზრუნონ საზოგადოებრივი სიწყნარისა და სიმშვიდის დასაცავად ქალაქში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. გადაწყვიტეს, რომ ტამერფორსის გარნიზონი უნდა შეუდგეს ჩვეულ მოქმედებებს 7 მარტიდან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი – დ. ა. ალექსანდროვი. სრული სიმშვიდის შესანარჩუნებლად კომიტეტმა ტამერფორსის გარნიზონის ყველა ჯარისკაცს სთხოვა, არ ემოქმედათ უფლებამოსილი პირების გვერდის ავლით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 მარტს ჩატარდა ტამერფორსის გარნიზონის ნაწილების წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო პ. გ. მინაევი, მდივანი დ. ა. ალექსანდროვი. გადაწყვიტეს, პატიმრობიდან გაათავისუფლონ შტაბს-კაპიტანი ტურნერი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 6 მარტს პეტროგრადის სამხედრო-პოლიციურმა ტელეგრაფმა გააგზავნა ნაშტასევის ტელეგრამა ჯარის ყველა ნაწილში. გლავკოსევმა მიიღო შეტყობინება სამხედრო მინისტრისგან, რომ გამოსცა ბრძანება, რომელიც დაარეგულირებდა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს შორის ურთიერთობას. ხელი მოაწერეს დანილოვმა და გულიჩევმა.

