რეგისტრირებული ფაქტები93547
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ანტონ გიორგის ძე კვაშალი, კონსტანტინე დიმიტრის ძე კორძახია, ექვთიმე პეტრეს ძე კილაძე, ვიკენტი გრიგოლის ძე კანდელაკი, იონა დავითის ძე კანდელაკი, ნოე კონსტანტინეს ძე კანდელაკი და ლავრენტი დიმიტრის ძე კვატაშიძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: სასამართლოს მოხელე დიმიტრი პაატას ძე მგალობლიშვილი, პროვიზორი მელიტონ კონსტანტინეს ძე ნადარეიშვილი, სამხედრო ექიმები – მიხეილ ნახუცრიშვილი, ვარლამ დავითის ძე საყვარელიძე, ანტონ პეტრეს ძე ფალიაშვილი და ადგილობრივი ფოსტის განყოფილების უფროსი პლატონ ანდრიას ძე არჯევანიძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ისიდორე გრიგოლის ძე მებუკე, ალექსანდრე მოსეს ძე მეტრეველი, ივანე ლავიძე, კასიანე მიქაშვილი, ტერენტი მაჭავარიანი, ხარლამპ მეგრელიძე და, ბესარიონ მუმლაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: კონსტანტინე სიმონია, გიორგი იოსების ძე სიხარულიძე, ვლადიმერ მიხეილის ძე სიხარულიძე, რაჟდენ მალხაზის ძე სიხარულიძე, გიორგი პავლეს ძე სეხნიაშვილი, მელიტონ ანიფანტეს ძე ტყეშელაშვილი და სიმონ (სამსონ) ილიას ძე ტრაპაიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, განიხილა მთავარი გამგეობის წერილი საწევრო გადასახადის შემცირებისა და განყოფილების შემოსავლის 10%-ის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნის შესახებ. სხდომამ მთავარი განყოფილების წინადადება მიიღო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას მისწერა, საწევრო სამი მანეთიდან მანეთამდე შეემცირებინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 იანვარს ხაშურის დრამატულმა წრემ წარმოადგინა პოლიევქტოს ანტონის ძე კალანდაძის „სოფლის გმირები“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვარს მარგარიტა ქილარჯიშვილის ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ ალექსანდრე სუმბათაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „ბორკილი“.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ქრისტინე დგებუაძე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად ქართველი ვაჭრები ფულს აგროვებდნენ.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოდპ. გ. ე. ბაბალაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ ცნობით, მაზრის უფროსი ი. ვასაძე ხელს უწყობდა ზესტაფონში გადამწვარი თეატრის აღორძინებას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ კაჭახმაძემ მიქელ-გაბრიელის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

