საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა ალექსანდრე ივანეს ძე პაპავა, დაბადებული 1902 წლის 5 იანვარს. მან დაასრულა სამტრედიის გიმნაზიის 4 კლასი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა ალექსანდრა მიხეილის ასული რიჟინაშვილი, დაბადებული 1900 წლის 23 აპრილს. მან დაამთავრა ქუთაისის გიმნაზიის 4 კლასი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მაისში ქუთაისის მასწავლებელთა საერთო საგანმანათლებლო კურსებზე სწავლობდა შალვა იოსების ძე ჭელიძე, დაბადებული 1897 წლის პირველ დეკემბერს. მან დაასრულა ქუთაისის მეორე უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილად დაინიშნა გერასიმ არტემიევიჩ გაზანდჟევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის მაისში გერმანიიდან ჩამოვიდა დელეგაცია, რომელიც ტრაპიზონში საქართველო-თურქეთს შორის საზავო მოლაპარაკებებს ესწრებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო გენერალი ოტო ფონ ლოსოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს 1918 წლის 2 მაისის განკარგულებით ოლქის თბილისის განყოფილების მეორე დისტანციის პირველთან შეერთების გამო მეორე დისტანციის ტექნიკოსი საფარიანცი განთავისუფლდა დისტანციის უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა ძველ თანამდებობაზე, ტექნიკური ნაწილის საქმეთა მმართველად. დისტანციების გაერთიანების გამო გაათავისუფლეს  ყველა თანამშრომელი. ცნობა: ოლქის თბილისის განყოფილების საქმეთა უფროსის 1918 წლის 17 მარტის პატაკი N596; ოლქის უფროსი, ინჟინერი გ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 მაისს თბილისის შტაბმა სამსონიასა და სანაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა, დროებით მიეღოთ ცერცვაძე იარაღის მარაგით, რომელიც მეორე დილამდე გორში უნდა გაგზავნილიყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 მაისის ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამმართველოს განცხადების თანახმად, ამიერკავკასიის სეიმის წევრი, ნაფიცმსაჯული ადვოკატი გრიგორი სერგოს ძე ძამოევი 1918 წლის 3 მაისიდა სახელმწიფო ქველმოქმედების მინისტრის ამხანაგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 მაისს ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს სამმართველომ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად სამინისტროს მინისტრის ამხანაგი გრიგორ სერგოს ძე ძამოევი სამშვიდობო დელეგაციის წევრად გაგზავნეს ქალაქ ბათუმში და მას მიანიჭეს მინისტრის ვალდებულებები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 მაისს საშემსრულებლო კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარე თ. მახარაიამ წერილი გაუგზავნა წითელი გვარდიის მთავარ შტაბს მოთხოვნით, თავად ჩამოერთმიათ ცხენები რუსული კორპუსისთვის.

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 მაისს იუნუს წულუკიძე და ქემალ ნოღაიდელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ქართველი მაჰმადიანებისათვის სასწავლებლისა და ქალებისათვის ხელსაქმის სკოლის ასაშენებლად დახმარებას სთხოვენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თხოვნისამებრ გათავისუფლდა დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 6 მაისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის მეუღლე ელისაბედ ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თხოვნა მეუღლის ნეშთის პანთეონში, სარაჯიშვილის მიერ შეძენილ სასაფლაოზე, ცხვედაძის საფლავის გვერდით დროებით დასაფლავების შესახებ. ის ნეშთის გადასვენებას სტეფანწმინდაში აპირებდა. გამგეობამ ყაზბეგის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი სიმონის ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ფიზიკის, ხოლო ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელენე იოსების ასული ნივინსკაია (ეროვნებით პოლონელი) ხონის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ანა ლუკას ასული სანაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ისტორიის, ერმალოზ პეტრეს ძე კიწმარიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო ვერა იაკობის ასული საღარაძე უმცროსი კლასების პედაგოგებად მუშაობდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1917 წლის მუშაობის ანგარიში, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი განყოფილების ყოველი ქმედება.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 10 მაისს ვლადიმერ დალაქიშვილმა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიიის პედაგოგიურ საბჭოს შვილისთვის ავადმყოფობის გამო გამოცდების გადადება სთხოვა.

1918

ტიპი: განათლება

1918-1919 სასწავლო წელს თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში სწავლობდნენ: ვიქტორია ჩერნოცკი, ანა სმოლკო, სოფო ვიშნევსკაია, ედმუნდ კიუნე, სუსანა სტეფანოვა, მარია ზამბარჟიცკაია, ადელაიდა გოკიელოვა, სოფიო ბეზირგანოვა, იადვიგა ვილკევიჩი, ემე ჟურდენი, ოლგა ნავრატილო, ნადია სნკოვსკაია, ალექსანდრა ვერხახუცკაია, იანინა პეხოვსკაია, სოფო ვენიკოვსკაია, მაია იოკატისი, მარია ნაროუშვილი, ანა ჯიმშეროვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილი ლექსიკონი გადასათვალიერებლად პროფესორ ივანე ჯავახიშვილისთვის უნდა გაეგზავნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამინისტროს გადამწერი ანა კოლესნიკოვა მოტივაციის და ხელფასის გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობით მინისტრ ფირცხალაიშვილს მიმართავს.