საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის პირველი მოთხრობა „სიცოცხლე“.

1990

ტიპი: გარდაცვალება

1990 წლის ნოემბერში ემიგრაციიდან სამშობლოში 18 დღის დაბრუნებული ალექსანდრე სულხანიშვილი გარდაიცვალა.

1990

ტიპი: ავტორობა

1990 წლის 22 ნოემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა საქართველოში დაბრუნებულ ალექსანდრე სულხანიშვილს წერილი გაუგზავნა. მათიკაშვილმა არ იცოდა, რომ მისი ადრესატი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

1990

ტიპი: გარდაცვალება

1990 წლის 11 ნოემბერს ალექსანდრე სულხანიშვილი აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-1906 წლებში გიორგი ივანეს ძე ფერაძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-17 წლებში ლავრენტი სოკრატეს ძე ფერაძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-91 წლებში სოკრატე ლუკას ძე ფერაძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ანდრია პეტრეს ძე კობახიძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წელს ანდრია პეტრეს ძე კობახიძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853-57 წლებში მარკოზ სვიმონის ძე ლეჟავა არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861-69 წლებში გერასიმე ნიკოლოზის ძე ხუსკივაძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 4 იანვარს არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი პეტრე მახარობელას ძე კობახიძე გარდაიცვალა.

1817

ტიპი: თანამდებობა

1817-52 წლებში პეტრე მახარობელას ძე კობახიძე სოფ. არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ ბახტრიონის №22-ში დაიბეჭდა ნიკოლოზ მათიკაშვილის წერილი „ქართული პოეზია ბერძნულ ენაზე“.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-იან წლებში პარიზში ნოე რამიშვილის ინიციატივით მოეწყო სამხედრო კურსები, რომლებსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელძღვანელობდა.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის დეკემბერში საბერძნეთში დაწყებული არეულობის გამო ნიკოლოზ მათიკაშვილი და 12 იუნკერი სტამბოლში ჩავიდნენ და იქიდან პოლონეთში გაემგზავრნენ, სადაც სამხედრო სასწავლებელში დაიწყეს სწავლა.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის შემოდგომაზე 13 იუნკერი, მათ შორის ნიკოლოზ მათიკაშვილი, სასწავლებლად საბერძნეთში, ათენის სამხედრო სასწავლებელში გაემგზავრა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 24 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ლექსი მიუძღვნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი კვინიტაძე იუნკერთა სკოლის უფროსობამ მთავარსარდლად დანიშნა.

1990

ტიპი: ღონისძიება

1990 წლის 26 ივნისს ლალი ცომაია ციცი ბუქურაულთან ერთად პოლონეთში, ზალესიე-დოლეში, 89 წლის ნიკოლოზ მათიკაშვილს ეწვია და მისი არქივის ერთი ნაწილი საქართველოში წამოიღო.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს ზაალ ჟვანია გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი იყო.

1990

ტიპი: ღონისძიება

1990 წელს პაატა ნაცვლიშვილი საშა სულხანიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად სან-ფრანცისკოში ჩავიდა.

2015

ტიპი: თანამდებობა

2015 წელს პაატა ნაცვლიშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის, ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წელს საშა სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილისა და მიხეილ კვალიაშვილის „იუნკერების“ ხელნაწერი პარიზში მიშა ქავთარაძეს გაუგზავნა დასაბეჭდად.