რეგისტრირებული ფაქტები87220
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-94 წლებში ლეონტი დავითის ძე კუჭაიძე სოფ. გუმათის მთავარანგელოზის ეკლესიიის მღვდელი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25-26 თებერვალს გიორგი კვინიტაძემ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად არდაგნის რაიონში, ოსმალეთის საზღვართან, დაყენებული ორი პოლკი მოხსნა და ხაშურში ჩამოიყვანა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 თებერვალს სამხედრო საბჭოს მხედართმთავარმა გიორგი კვინიტაძემ თავდაცვის საბჭოს შესთავაზა, თბილისი დაეტოვებინათ, მცხეთამდე დაეხიათ და იქიდან ჩაეკეტათ მტრისთვის გზა. საბჭომ კვინიტაძის წინადადება მიიღო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 7 ოქტომბერს კონსტანტინე ბალმონტი სტუმრად ეწვია ქუთაისს, სადაც გაიცნო გალაკტიონ ტაბიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო საღამო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მარტში ქუთაისის საქალაქო მმართველობის მიერ გამართულ აკაკი წერეთლის ხსოვნის სამოქალაქო პანაშვიდზე გალაკტიონ ტაბიძემ წაიკითხა ლექსი „აკაკის ლანდი", რომელიც პირველად გაზეთ „ახალ კვალში" (1915, N1) დაიბეჭდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 იანვარს ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსზე გაზეთმა „თემმა" წარადგინა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „უხილავი“, რომელმაც 3 დადებითი და 5 უარყოფითი ხმით მესამე ადგილი დაიკავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ცნობა, რომ განზრახული იყო ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვების ცალკე წიგნად გამოცემა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძე სიონის საკათედრო ტაძარში დაესწრო სამღვდელოების საგანგებო ლოცვას, რომელიც აღევლინა გურია-იმერეთის ეპარქიაში ახლადგადაყვანილ ეპისკოპოს ალექსანდრესთვის (ოქროპირიძე). ილიამ მას სიტყვით მიმართა, რომელშიც ერის წინაშე მისი დამსახურებები გამოიკვეთა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) წირვას დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს, ბოლშევიკების გამარჯვებამდე, ვალერიან თევზაძე და მაიორი უთნელიშვილი უმაღლეს სამხედრო სკოლაში ჩასარიცხად საფრანგეთში უნდა წასულიყვნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის დაკრძალვის პროცესიაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბაკურციხეში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში“ და გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპო“ წარმოადგინეს.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წელს კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იოაკიმ იობის ძე გურგენიძე გარდაიცვალა.

