საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80220

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იაკობ სემიონის ძე ალიბეკოვს ჰყავდა მეუღლე ნინა ალიბეკოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ნ. სალახაევი იყო ტექნიკურ ძალთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ტექნიკურ ძალთა კავშირის საბჭომ სპეციალური ტექნიკური ბიბლიოთეკის ორგანიზების საკითხი დაავალა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ი. ნ. სალახაევს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კარაკლისში მოუკლავთ კომისარი არუთინოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს გზების უფროსი იყო ა. კანდელაკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი იყო ივანე ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს გზების უფროსს, ა. კანდელაკს ტელეგრაფით გადაუცია კავშირგამბულობის მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის ბრძანებულება. ბრძანებულების თანახმად, მთავრობის დადგენილებით რკინიგზის კომიტეტებისთვის ჩამოურთმევიათ ადმინისტრაციული ფუნქცია და მათთვის მხოლოდ პროფესიულ კავშირთა უფლებები და მოვალეობები დაუტოვებიათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 12 სექტემბერს საღამოს 9 საათზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, სადაც არტისტებს აკომპანიმენტს გაუწევდა პიანისტი ე. ნ. გრინელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 12 სექტემბერს საღამოს 9 საათზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, სადაც ვასო აბაშიძე წაიკითხავდა მოთხრობებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ქართულ კლუბში უნდა გამართულიყო კონცერტი ვასო აბაშიძის, ე. ნ. გრინელისა და სხვა ცნობილი არტისტების მონაწილეობით.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი ფლობდა აფთიაქს თბილისში, გოლოვინის 41-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტებრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავარი საწყობი, სადაც ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი მოიპოვებოდა, მდებარეობდა ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანის აფთიაქთან, გოლოვინის 41-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი იყიდებოდა აფთიაქებში და მაღაზიებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი გამოიყენებოდა როგორც სახის, ასევე – ხელებისათვის.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილი იყო ფარმაცევტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ფარმაცევტ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სერგეი ვასილის ძე რახმანინოვს ალფრედ დე მიუსეს ნაწარმოებზე შეუთხზავს მუსიკა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საშა ჩორნის დაუწერია მუსიკალური შარჟი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე ბოროდინს შეუთხზავს 4 კავალერის სერენადა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვს ალექსეი ტოლსტოის ტექსტზე შეუთხზავს ბალადა „ჭრიჭინები“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პეტერ ალტენბერგს დაუწერია თხზულება „ტელეფონთან“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სანდრო კორონა იყო კომპოზიტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პეტერ ალტენბერგი იყო მწერალი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სანდრო კორონას სერგეი გოროდეცკის ტექსტზე „არგონავტების ჩამოსვლა“ შეუთხზავს მუსიკა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სერგეი გოროდეცკის დაუწერია თხზულება „არგონავტების ჩამოსვლა“.