საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80220

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს ევგენი ჩიჯავაძე მღვდელ ონისიმე სანიკიძეს ქვემო იმერეთის სოფელ ჩხენიშში წიგნსაცავის დაარსებას სთხოვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქვემო იმერეთის სოფელ ჩხენიშში არსებულ სამრევლო სკოლაში ცუდი ფინანსური მდგომარეობა იყო. სოფლის მცხოვრებნი ონისიმე სანიკიძეს სკოლის ეკონომიკურად გაძლიერებას სთხოვდნენ.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წელს ონისიმე სანიკიძე ქვემო იმერეთის სოფელ ჩხენიშის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ნოემბრის ბოლოს მიტროფანე ლაღიძემ გამოსცა „პოემების კრებული“, რომელიც იწყება ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილით“, აკლია XXII–XXIII თავები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილობითი მიმართა ექვთიმე თაყაიშვილს, რომ დროებით გადაეცა დავით ბაქრაძის რუსულენოვანი თხზულება „ქრისტიანობის ძეგლები კავკასიაში“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 სექტემბერს ივანე მესხმა ბათუმიდან ფოთში ნიკო ნიკოლაძეს მისწერა, რომ ქალაქის ხმოსანთა არჩევნები 2 ოქტომბრისთვის დაინიშნა და იმ დროისთვის ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილიც აპირებდნენ ჩასვლას.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას პოემა „ძაღლიკა ხიმიკაური“ ვარშავაში პოლონურ ენაზე თარგმნა.

1798

ტიპი: თანამდებობა

1798 წელს დავით ქოჩიაშვილი სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 2 მარტს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში დაწერა ავტობიოგრაფიული წერილი „იუნკრები“.

1939

ტიპი: გარდაცვალება

1939 წელს გერმანელებთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ბოლშევიკები ლვოვში შევიდნენ. იქ დააპატიმრეს გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე და რუსეთისკენ მიმავალ გზაზე მოკლეს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს მღვდელი ვანო გულისაშვილი და მისი მნათე ესტატე ზუკაკიშვილი ტიფით გარდაიცვალნენ.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის ირაკლი მათიკაშვილი დააპატიმრეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის შალვა მათიკაშვილი შეიპყრეს და აწამეს.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წელს აგრონომ რეზო გედევანიშვილსა და მის მეუღლეს, ევგენია ლეონიძეს მცხეთაში მიწის ნაკვეთი და სახლი ჰქონდათ.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს სვიმონ გაბრიელის ძე ჩიხლაძე სოფ. დედალაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში სერაპიონ ნიკიფორეს ძე ხაზარაძე სოფ. დედალაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1917 წლებში ტარასი ალფეზის ძე ბაქრაძე სოფ. დარკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-07 წლებში მოსე დავითის ძე არევაძე სოფ. დვალიშვილების წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-17 წლებში სიმონ იოათამის ძე გველესიანი სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 6 ივლისს სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვასილ იოანეს ძე დარახველიძე გარდაიცვალა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-17 წლებში კირილე თედორეს ძე ჭიპაშვილი სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ რევაზ გაბაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-02 წლებში მიხეილ ზაქარიას ძე ბუაჩიძე სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1900 წლებში ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-06 წლებში ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.