საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87200

1845

ტიპი: თანამდებობა

1845-50 წლებში იოანე გიორგის ძე დარსაველიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1815

ტიპი: თანამდებობა

1815 წელს იოვანე თამაზას ძე კახაძე სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1818

ტიპი: თანამდებობა

1818-59 წლებში მათე ხახუტას ძე ვაშაკიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1850

ტიპი: გარდაცვალება

1850 წლის 26 აპრილს სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე გიორგის ძე დარსაველიძე გარდაიცვალა.

1874

ტიპი: გარდაცვალება

1874 წლის 28 აპრილს სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მათე ხახუტას ძე ვაშაკიძე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-1911 წლებში მოსე მიხეილის (მიქაელის) ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს საბერძნეთის სამხედრო სკოლაში სასწავლებლად გაგზავნილი ჯგუფი 13 კაცისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ: არტილერისტები – დავით ლაღიძე და ვლადიმერ ლაღიძე, ცხენოსნები – დიმიტრი ლაღიძე და სვიმონ კობიაშვილი, „საპიორი“ ვლადიმერ ციბაძე, ილარიონ ლობჟანიძე და ა. შ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს იუნკრებს – ნიკოლოზ მათიკაშვილს, გიორგი ლომკაცს და მელიქ სომხიანცს დაევალათ, გვარდიელთა ათასეულის უფროსისთვის უკან დახევის ბრძანება გადაეცათ და შემდეგ თბილისის გავლით მცხეთაში ჩასულიყვნენ.

1840

ტიპი: გარდაცვალება

1840 წლის 18 ოქტომბერს სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ კაჭახიძე გარდაიცვალა.

1814

ტიპი: თანამდებობა

1814-40 წლებში ნიკოლოზ კაჭახიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1917 წლებში სამსონ ბეჟანის ძე დევაძე სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს ვასილ ნიკოლოზის ძე კაჭახიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840 წელს ნიკოლოზ კაჭახიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-17 წლებში ტიტე მოსეს ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს ვასილ ნიკოლოზის ძე კაჭახიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს იოვანე თამაზას ძე კახაძე სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის შეერთებულმა კრებამ ილია ჭავჭავაძე, პეტრე გრუზინსკი და ალექსანდრე კობიაშვილი აირჩია კომისიაში, რომელსაც უნდა შეესწავლა საბანკო საქმიანობაში ახალი კანონების შემოღებასთან დაკავშირებით სათავადაზნაურო ბანკის ინტერესების საკითხი. ამავე კომისიას უნდა შეედგინა პროექტი და წარედგინა კრებისთვის განსახილველად.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ფრანგულ ჟურნალში „ლე კოკაზ ილიუსტრე“ გამოქვეყნდა საფრანგეთის ყოფილი კონსულის მოგონება ილია ჭავჭავაძეზე. წერილს ერთვის ილიას პორტრეტი, ბიოგრაფია და 1884 წლის 30 ნოემბერს თბილისის ფრანგი მოსახლეობის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო საღამოს შემდეგ გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძესთან ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში მისვლას და სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან დათხოვნის შესახებ ლაპარაკს იხსენებს ივანე გომელაური თავის „მოგონებათა ეპიზოდებში“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ფრეილინის ქუჩაზე, ბანკში, მიაკითხა ივანე გომელაურმა, რათა დალაპარაკებოდა სენაკის სკოლის მასწავლებლობიდან თავისი დათხოვნის შესახებ. ილიამ უთხრა, რომ ეს იყო გამგეობის დადგენილება, რომლის შეცვლაც მას არ შეეძლო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული ზომების შესახებ მოხსენებას, რომელიც უნდა გაგზავნოდა ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს. ილია ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, სწორი იყო თუ არა გამგეობის რეაგირება, ამის შესახებ თავის მოგონებებში წერს ალექსანდრე მიქაბერიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 28 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პირველი თანრიგის მსესხებელთა კრებაზე რწმუნებულად აირჩეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ფრანგულ ჟურნალში „ლე კოკაზ ილიუსტრე“ გამოქვეყნდა დავით კარიჭაშვილის წერილი „ქართველი პუბლიცისტები და ილია ჭავჭავაძე“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ ცენზურისგან ნებართვა მიიღო ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ ცალკე წიგნად გამოცემაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართა საცენზურო კომიტეტს ალექსანდრე პუშკინის თხზულებათა დაბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად.