საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87200

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დომენტი ტარასის ძე ღურჭუმელია-ღურჭუმელიძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს ანდრია ივანეს ძე მატარაძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წლის 10 ოქტომბერს სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე ლეჟავა გარდაიცვალა.

1844

ტიპი: თანამდებობა

1844 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-67 წლებში იოანე ნიკოლოზის ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ვასილ ნიკოლოზის ძე კაჭახიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 8 იანვარს სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელ ნიკოლოზ მარკოზის ძე ლეჟავა გარდაიცვალა.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს ანდრია მელქაძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810 წელს ანდრია მელქაძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს ივანე მატარაძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800 წელს ივანე მატარაძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ვასილ ნიკოლოზის ძე კაჭახიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში ალექსანდრე ფრეზე და ბელიავსკი წყალდიდობით დაზარალებული ადგილების დასათვალიერებლად თერგის ოლქში იმყოფებოდნენ.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს გენერალ-მაიორი ბელიავსკი კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი იყო.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წელს ვარშავაში გამართულ ქართველ ემიგრანტთა მეჯლისს ესწრებოდნენ იოსებ სალაყაია, ვალერიან თევზაძე, გიორგი მამალაძე, დიმიტრი შალიკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიაძე, დავით ვაჩნაძე და ა. შ.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის შემოდგომაზე იუნკერთა სკოლის 5 სტუდენტი – გიორგი ოდიშელიძე, კუკური თოხაძე, ცხენოსანი ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი და ალექსანდრე ჯინჭარაძე – საფრანგეთში, სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში, სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრნენ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 31 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის შეძენის საკითხი. ილია ჭავჭავაძე კამათში ჩაება ივანე მაჩაბელთან, რომელიც ბანკის მიერ ქარვასლის შესყიდვის წინააღმდეგი იყო. ანტონ ფურცელაძემ ურჩია, გამგეობისთვის მიენდოთ გადაწყვეტა, მაგრამ კრება არ დაეთანხმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა სამეურნეო საკითხების შესახებ მისწერა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე ამიერკავკასიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობის ტექსტის შემმუშავებელ კომისიაში აირჩიეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გამოვიდა არისტო ქუთათელაძის მიერ შედგენილი კრებული „წყარო“, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „პოეტი“, „ქართველ სტუდენტების სიმღერა“ და „გაზაფხული“.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წელს ვასილ კარბელაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა „ქართლ-კახური საგალობლების“ წიგნი.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1898 წლებში გიორგი გოგინაშვილი ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს ილია ჭავჭავაძეს პოეტმა ვასილი ველიჩკომ „რუსი მეგობრის“ ხელმოწერით მიუძღვნა გერასიმ ეზოვის წიგნი „პეტრე დიდის ურთიერთობა სომეხ ხალხთან“ და წიგნზე გაკეთებული წარწერით მიანიშნა, რომ არ იზიარებდა ავტორის „მეცნიერულ“ გამოკვლევას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 4 დეკემბერს ინგლისელი მწერალი მარჯორი უორდროპი დედასთან, მარგარტ კოლეტთან ერთად საქართველოს ეწვია.