რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 16 სექტემბერს კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის N26133 განკარგულებით 1917 წლის 1-ელ სექტემბერს გიორგი მინას ძე აბაშიძე დაინიშნა ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 სექტემბერს თბილისში აირჩიეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი კირიონი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ თბილისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ალავერდელ ეპისკოპოსად აირჩია პიროსი ოქროპირიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ დავით კაჭახიძე აირჩია ურბნელ ეპისკოპოსად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის კომისარმა გრიგოლ გიორგაძემ სამხედრო მინისტრ კერენსკისგან მიიღო დეპეშა, რომ ნებადართული იყო პოლკების ნაციონალიზაცია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ფრონტზე მიიღეს ბრძანება, რომ ვისაც სურდა, შეეძლო სამშობლოში დაბრუნება ეროვნული სამხედრო ნაწილების შესაქმნელად, გიორგი მაზნიაშვილი 60-მდე ქართველ ოფიცერთან ერთად დასავლეთის ფრონტიდან თბილისში დაბრუნდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N24 გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, რომელშიც მოთხრობილია ქალთა მოძრაობის შესახებ გერმანიაში. ავტორს მოჰყავს ავგუსტინა შმიდტის სიტყვები, რომელიც მოითხოვდა შრომის ასპარეზს ქალებისთვის, მიუხედავად იმისა გათხოვილნი იყვნენ ისინი, თუ გაუთხოვარნი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N24 ცნობით, 20 სექტემბრიდან მიხაილ ბარათაშვილის მაღაზიაში ფეხსაცმლის ძირი გირვანქა 8 მანეთად გაიყიდება.

