რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის დროს, ივანე როსტომაშვილი გაჩხრიკეს და ჩამოართვეს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი ქართულ წიგნს კრძალავდა სასწავლებელში.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი სასტიკად დევნიდა ქართულ ენას.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს ივანე როსტომაშვილი არ მიიღეს თელავის იუნკერთა სასწავლებელში დაგვიანებით მიმართვის გამო.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს ივანე როსტომაშვილის ბიძამ, ჩიკრომ თელავის იუნკრების სასწავლებლის უფროსს თხოვა ივანეს სასწავლებელში მიღება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს კურდღელაურში თავის მამულში ჩასულმა ივანე როსტომაშვილმა იქ თავისი და-ძმა ვერ ნახა. ისინი სიძეს, ილიკო გველესიანს შალაურში გაუსტუმრებია.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს კურდღელაურში თავის მამულში ჩასულ ივანე როსტომაშვილს სახლი იმერელი მებაღეების ხელში დახვდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს თელავში თავის ნათესავებთან ჩასული ივანე როსტომაშვილი, მისივე თქმით, სავსებით უცხო აღმოჩნდა მათთვის, რადგან იგი ქართულად ვერ ლაპარაკობდა, ისინი კი − რუსულად.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც ივანე როსტომაშვილი სწავლობდა, დედოფლისწყაროდან საცხენისის ციხეში გადაიტანეს და ივანეც იქ გადავიდა.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილი ხშირად სეირნობდა ახლომდებარე ტყე-მინდვრებში, ადიოდა ელიას გორაზე და ხორნაბუჯის ნანგრევებზე.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, ივანეს ძმას, გიორგის მისი დის, მაიკოს ქმარი, ილიკო გველესიანი ინახავდა.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, მისი დის, მაიკოსა და იმის ქმრის, ილიკო გველესიანის დახმარებით დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში მიიღეს ივანეს ძმა, შაქრო.

