რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ 22 აპრილს ელო ანდრონიკაშვილის, შალვა დადიანის და ნიკო გვარაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა ბრანდესის პიესა „თანამედროვე ოჯახი“ და მხიარული ვოდევილი „უბედური დებიუტი“. პიესის დაწყების წინ შალვა დადიანი გეგმავდა ლექციის წაკითხვას პიესის შესახებ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 აპრილს ზესტაფონში გაიმართა ეროვნულ-დემოკრატთა კრება, რომელზეც თბილისიდან მიწვეული იყო იოსებ მაჭავარიანი, ხოლო ქუთაისიდან – ვასილ წერეთელი. შეხვედრისას მათ განმარტეს პარტიის პროგრამა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთ „რუსკაია ვოლიას" დეპეშათა დიდ დარბაზში მხცოვანმა საზოგადო მოღვაწემ და ამ გაზეთის თანარედაქტორმა, ნიკო ნიკოლაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „თავისუფალი საქართველო".
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 22 აპრილის გაზეთ „საქართველო" იუწყება, რომ თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, სატუსაღოდან გაათავისუფლეს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ზდანოვსკი, რომელიც 4 დღის განმავლობაში უნდა გაეგზავნათ კავკასიიდან, ამასთან გადაწყდა, რომ მას არ მისცემდნენ სამხედრო სამსახურს კავკასიაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 23 აპრილს ქართულ კლუბში პირველად დაიდგა დელიბის ოპერა „ლაკმე“, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისში ცნობილი მომღერალი ქალი ო. ს. კალანდაძისა, აგასოვი და კურბატოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N3) დაიბეჭდა წერილი დიდი ჯიხაიშიდან რედაქციის მიმართ და მასწავლებელ ვალიკო დევიძის შემომწირველთა სია: მარუსია ვაშაკიძე, ცუცუნია ლორთქიფანიძე, ქსენია ჟორდანია, ფედოსია ქუთათელაძე, ლუბა თევზაძე, გრიგორ ციციშვილი, იოილი ჟორდანია, მარია, ბაბილინა და დავით ლორთქიფანიძეები, ნადია ბალავაძე, ალექსანდრა და კოლია ივან. ლეჟავები, ქეთო შუბლაძე, ბაბილინა წულუკიძე, ელიჩკა და თამარ ნიჟარაძეები, ვერა სოლომონის ასული ჩხეიძე, სამსონ დევიძე, კირილე რუხაძე, ოლღა და ნიკო კაჭახიძეები, სიმონ ჩხაიძე და სერგო ნარიმანია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N3 რედაქცია აქვეყნებს შეცდომების გასწორებას, რომ ამავე გაზეთის N1-ში ფოთელ ქალთა შემოწირულობის სიაში შემდეგი გვარები შეცდომით დაიბეჭდა: უნდა იყოს ქ-ნი დიდია და არა ლილია, ნინო ნორაკიძე და არა ხუნდაძე, ქ-ნი მეგრელიძისა და არა მაგნიასა, ანა სოკოლოვსკაია და არა როკოლოვსკაია, ამასთანავე გამორჩენილია ქ-ნი ეფრო გაბელია, ეკატერინე გეგეჭკორი და ლიდა კოპალეიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს გაზეთმა „ხმა ქართველი ქალისა“ ქუთაისიდან მიიღო შემოწირულობა და ამავე წლის 24 აპრილს გამოაქვეყნა შემომწირველთა სია: ცაცა უზნაძე, ანეტა ფანცხავა, ალექსანდრა ჟურულისა, ანა მენაბდისა, კანდელაკი (4), გალაკტიონ მასხარაშვილი, ფაცურია ფუთურიძე, ედუკსია ფუთურიძე, ვარია ვოლსკი, ლუბა უზნაძე, მარიამ ცერცვაძე, წერეთლისა და სპირიდონ ჯორჯიკია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N3 დაბეჭდილია დიდი ჯიხაიშიდან წერილი რედაქციის მიმართ და შემომწირველთა სია: მელიკო ლორთქიფანიძე, ნადია გაფრინდაშვილი, ალექსანდრა მელქაძე, ეფროსინე ნუცუბიძე, ალექსანდრე ლეჟავა, ალექსანდრე ნემსაძე, ლიდა ჩანვაძე, პასიკო ჩომახიძე, ფაცია ნუცუბიძე, ნინა ტატ. ლეჟავა, ნიკო ჩხეიძე, გრიგორ ბექაია, ალექსანდრე მელქაძე, ვარლამ ქუთათელაძე, ნიტრაფონ დევიძე, გიორგი ლორთქიფანიძე, აკვილინა ნუცუბიძე, ათანასე შუბლაძე, ლუბა ბიბილეიშვილი, კატუშა ვაშაკიძე, სონია ივანიძე, ძაძუნია მხეიძე, ნინა ვაშაკიძე, გიორგი ბიბილეიშვილი, სონია გეგუჩაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს ლეონიდე ჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სიღარიბის გამო კომერციულ ან მედიკურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს, სამშაბათს ქუთაისის სახელმწიფო მამულების სასამართლოში შედგა კრება მოხელეთა აღმასრულებელი კომიტეტის დასაარსებლად. კრებაზე სრული ნდობა გამოუცხადეს ამ დაწესებულების უფროს ი. მულინს, ხოლო 84 ხმით 14-ის წინააღმდეგ უნდობლობა გამოუცხადეს მის თანაშემწე მ. ივანოვს. კრებამ 12 კაცი აირჩია აღმასრულებელ კომიტეტში.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობამ მთავარგამგეობას გაუგზავნა 1916 წლის შემოსავალ-გასავლის, საქმიანობისა და ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ანგარიში. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ხაზინაში 1007. 33 მანეთი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ხარჯებით განახლდა სწავლა ბათუმის განყოფილების სკოლაში. გაიხსნა მხოლოდ ერთი განყოფილება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წელს ბათუმის განყოფილების შემოსავალი 19 581. 72 მანეთი იყო, გასავალი – 3 424. 93 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლას მეორე განყოფილება დაემატა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ამ სასწავლო წელს ბათუმის განყოფილების სკოლაში 76 ბავშვი სწავლობდა. მოსწავლეთაგან 47 ვაჟი იყო (4 მაჰმადიანი) და 29 ქალი (9 მაჰმადიანი).
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ პირველ იანვარს ბათუმის განყოფილების ხაზინაში 16 974. 12 მანეთი იყო, 190 მანეთი მასწავლებელს ჰქონდა ავანსად აღებული. სულ ბათუმის განყოფილების წინა წლის ბიუჯეტის ნაშთი 17 164. 12 მანეთს შეადგენდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1914 წელს ომის გამოცხადების გამო მოსახლეობამ ბათუმი დატოვა, სასწავლებელი დაიხურა და შეწყდა ყველანაირი კულტურული მუშაობა. ერთი წლის შემდეგ სიტუაციის ჩაწყნარებასთან ერთად ბათუმის საგანმანათლებლო დაწესებულებები ამუშავდა, მაგრამ უსახსროდ დარჩენილმა ბათუმის განყოფილებამ სკოლაში სწავლის განახლება ვერ შეძლო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ბათუმის განყოფილების სკოლის მთავარ ნაკლად რჩებოდა მაჰმადიანი მოსწავლეების ნაკლებობა სკოლაში (76 მოსწავლიდან 13 იყო მაჰმადიანი).
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილის სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ბათუმის განყოფილებისთვის ნიმუშის სახით გაეგზავნათ ორმაგი ბუღალტერიის წესით შედგენილი შემოსავალ-გასავლის დავთარი განმარტებებითურთ, რათა ბათუმშიც შესაბამისად ეწარმოებინათ ანგარიშები.

