რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ყოველთვის ხელს უწყობდა გლეხის შვილების მიღებას სკოლაში.
1940
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ ორბელიანის მამა, ვახტანგ ორბელიანი იყო პოეტი.
1940
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ის ვახტანგ ორბელიანის შვილი იყო.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1940 წელს, ავტობიოგრაფიის დაწერის პერიოდში, მარიამ ორბელიანი 88 წლის იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს გამოცემულ მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვის მოგონებებში ავტორი აღნიშნავს, რომ მარიამ ორბელიანი რამდენიმე წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა სამუსიკო სასწავლებლის კომიტეტს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს მარიამ ორბელიანმა საკუთარი ხარჯითა და პეტრე უმიკაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის დახმარებით გამოსცა მამის, პოეტ ვახტანგ ორბელიანის ლექსები ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობით.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894-1901 წლებში მარიამ ორბელიანი იყო თბილისის მასწავლებელთა და აღმზრდელთა საზოგადოების თავმჯდომარე.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-1917 წლებში მარიამ ორბელიანი იყო პირველი ქართული ქალთა სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლამდე მარიამ ორბელიანი იყო ქართულ ვაჟთა სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე და სწორედ მისი ინიციატივით გაიხსნა სასწავლებელში უფასო სასადილო ღარიბი მოწაფეებისათვის.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს მარიამ ორბელიანი აირჩიეს ქართულ ვაჟთა (სათავადაზნაურო) სკოლის კომიტეტის წევრად.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ნიკო ლომოური გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის მასწავლებლად მსახურობდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს, კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ნიკო ლომოური თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის გამგედ დაინიშნა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875-1881 წლებში, კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს, ნიკო ლომოურის ნაწერები ხშირად იბეჭდებოდა გაზეთ „დროებაში“.

