რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და ნოე რამიშვილი. მოწვეული სტუმრების რანგში სხდომას ესწრებოდა სომხეთის ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი. სხდომაზე განიხილეს ჯარების ნაციონალიზაციის საკითხი. უარყოფილ იქნა ჯარების მობილიზაციის თემა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კონსტანტინე მაყაშვილის წინადადება ხელოვნების სექციის დაარსების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს ბაგრატ ჟურულის წინადადება ტექნიკური სექციის დაარსების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა დეკრეტის შესახებ, რომლის თანახმად თავადზანაურობის საერთო ქონება ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებაში გადავიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე ჩერქეზიშვილის ინიციატივით აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნული საბჭოსა და ამიეკავკასიის კომისარიატის დამოკიდებულების შესახებ მოხსენების მოამზადება და წარდგენა დაევალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე მესხმა სხვადასხვა სექციას ხარჯთაღრიცხვის წარდგენა მოსთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სამხედრო სექციამ დააჩქარა დამატებითი პოლკების შედგენა, ჯარის ნაწილებში დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა და სახალხო მილიციის პროექტის შემუშავება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა აღმასრულებელი კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. კერძოდ, განიხილებოდა პრეზიდიუმის, როგორც ორგანოს არსებობა, რომელიც საერთო უნდა ყოფილიყო როგორც საბჭოსთვის, ასევე აღმასრულებელი კომიტეტისათვის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, მდივანი – პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იმსჯელეს ეროვნული საბჭოსა და ამიეკავკასიის კომისარიატის დამოკიდებულების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გამოირკვა, რომ საფინანსო სექცია მხოლოდ თავადაზნაურთა ქონების მიღებაზე იყო ორიენტირებული და მას სხვა საშუალების გამოსაძებნად არ უზრუნია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ვაჭარ-მრეწველობის სექცია დაექვემდებარა სამეურნეოს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით აკაკი ჩხენკელი გაიგზავნა ყუბანისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ეკონომიური საკითხების განსახილველად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ხელოვნების სექციის გამგედ დაინიშნა ვლადიმერ გობეჩია, ტექნიკური სექციის გამგედ – პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს ნოე ჟორდანიას წინადადება სხვადასხვა სექციების გამგეებისთვის მუდმივი ანაზღაურების დანიშვნის თაობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ოდესისა და კიევის სამხედრო კომისრებად დაინიშნენ დავით ვაჩეიშვილი და შალვა დადიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა, საქმეთა მმართველმა პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საქმის წარმოებაში აუცილებელია „კომისიის“ ნაცვლად სიტყვა „სექციის“ გამოყენება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩენკელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, მემედ აბაშიძე, ჰაიდარ აბაშიძე, ვლადიმერ გობეჩია, ალექსანდრე ფარნიაშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ალექსანდრე ლომთათიძე, მიღებულ იქნა მოწოდება ქართველი ერისადმი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩენკელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, მემედ აბაშიძე, ჰაიდარ აბაშიძე, ვლადიმერ გობეჩია, ალექსანდრე ფარნიაშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ალექსანდრე ლომთათიძე, ჯარში გაწვეულ მასწავლებლებს უარი ეთქვათ ჯარიდან გათავისუფლების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ქონების კომისიის გამგეს, გიორგი გვაზავას დაევალა თავადაზნაურობის ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადმოცემის საკითხის მოგვარება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში შედგა კრება, რომელსაც დაესწრენ: გიორგი გვაზავა, სერგო ჯაფარიძე, ვასილ დემიდოვი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე და სხვანი. კრებაზე შემუშავდა პროექტი თავადაზნაურობის მიერ ქართველი ერისთვის ქონების გადაცემის შესახებ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგე გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა პეტრე ქავთარაძეს, რევაზ გაბაშვილს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, გიორგი ლასხიშვილს, კონსტანტინე მესხს, კოტე აფხაზს, კონსტანტინე მაყაშვილს, მიხეილ გრუზინსკისა და მიხეილ მაჩაბელს თავადაზნაურობის ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადაცემის საკითხზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.

