რეგისტრირებული ფაქტები87178
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-1917 წლებში გრიგოლ ზურაბის ძე სხორტლაძე ქვედში ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 მაისს ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოს მიხეილის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრების მეთორმეტე სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლისთვის პენსიის დანიშვნის საკითხი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა საჩივარი შეიტანა რუსეთის მმართველი სენატის პირველ დეპარტამენტში კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებლის, ნ. პ. შაპილოვის წინააღმდეგ, რადგან მან წერეთელს უფლებამოსილება შეუჩერა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა წერილი მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს სიმონ დავითის ძე წერეთელს, რომ მან განათლების საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა წერილი მისწერა კავკასიის მეფსინაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს გელათის მონასტრიდან აფხაზეთში ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ხატის გადატანის მცდელობის გამო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 3 ივლისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოში სიმონ დავითის ძე წერეთლის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო სხდომა ივერიის ეკლესიის ეგზარქოს ნიკონის მკვლელობასთან დაკავშირებით.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 ივნისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლ სიმონ დავითის ძე წერეთელსა და მეორე გილდიის ვაჭარ ნ. ს. როზენფელდს შორის დაიდო ხელშეკრულება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის აგების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს ქუთაისის ყოფილმა სამხედრო გუბერნატორმა გერშელმანმა წერილი გაუგზავნა ქუთაისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლ დავით ოტიას ძე ნიჟარაძეს, რომელშიც აღნიშნა, რომ დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ წერილობით მიმართა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ქუთაისის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე შესრულებისა და ყველა ტიპის სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აუცილებლობის შესახებ.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა სიმონ წერეთელმა რუსეთის მმართველი სენატის პირველ დეპარტამენტში შეიტანა ახსნა-განმარტება ი. ვ. მიცკევიჩის მიერ 1900 წლით დათარიღებულ მოკვლევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოში რევიზიის დროს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 აპრილის წერილის საფუძველზე, რომელიც ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, მიხეილ შარვაშიძე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 აპრილის წერილის საფუძველზე, რომელიც ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, ფარნაოზ მხეიძე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 აპრილის წერილის საფუძველზე, რომელიც ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, დავით ნიჟარაძე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 აპრილის წერილის საფუძველზე, რომელიც ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, სიმონ წერეთელი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 25 აპრილს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა წერილი მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, რომელშიც ატყობინებდა, რომ იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობისათვის ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის შვიდ წარმომადგენელს გადაეცემა სამახსოვრო მედალი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს სეპციალურმა კომისიამ საკრებულოს წარუდგინა წინადადება ქუთაისის გუბერნიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით. კომისიის ერთ-ერთი წევრი მიხეილ ქიქოძე არ იზიარებდა კომისიის შეხედულებებს. კომისიის სხვა წევრი დავით ხელთუფლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ დასწრებია.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 მარტს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა, სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდა ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი, წაიკითხა მოხსენება, რომელიც შეეხებოდა 1895 წლის მდგომარეობით ქუთაისის გუბერნიის მიმოხილვას და აგრეთვე ანგარიშს თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოში სამეგრელოს თავად-აზნაურთა უფლებებს. მოხსენებაში იგი აგრეთვე განიხილავდა თავად-აზნაურთა ზნეობრივ, გონებრივ და მატერიალურ განვითარების დონეს და მსჯელობდა მათი ამაღლების აუცილებლობაზე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 თებერვალს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი სიმონ წერეთელი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო სხდომაზე წარდგა მოხსენებით ქუთაისის გუბერნიაში სასოფლო-სამეურნეო და პროფესიული სკოლების გახსნის თაობაზე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 თებერვალს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა წერილობით მიმართა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ სიმონ წერეთელს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამდა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მატერიალური მდგომარეობის გამო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთელი.

