რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს სამსონ გოგოხია, პორფილე შოთას ძე ჯოლოხუა, შარუ ბიკუტას ძე ჯოლოხავა, მაქსიმე გვიტოს ძე და თეიმურაზ ქუჩუს ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მიხეილ ჩიქოვანი, სპირიდონ კადიბის ძე გარუჩავა, სიკო დუტუს ძე ჭანია, მიხეილ ჩონთას ძე და გიორგი ოთარის ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს სტეფანე ბაკუტას ძე, ანდრო კვაცის ძე, კოწია, ნიკო და გოგია კიმოთეს ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავას მიწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელი წინაწარი კრება გაიმართა. სხდომას წევრობის მსურველი 30 პირი ესწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ წინასწარ კრებაზე გადაწყდა, რომ განყოფილება ჯოლოხავების კუთვნილ სახლში განთავსდებოდა. კრებას სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავა თავმჯდომარეობდა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 11 აგვისტოს ლუკა უტუს ძე ჯოლოხავა, პავლე კუფუიას ძე ბელქანია, ისაკი დიტოს ძე და დიტო კვაჯას ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ფუქის განყოფილების გახსნის დაჩქარება სთხოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 13 აგვისტოს თბილისში მოსკოვის სახალხო ბანკის განყოფილების დირექტორად კონსტანტინე კანდელაკი დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N19 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრის განკარგულებით კერძო წერილებსა და ტელეგრამებზე სამხედრო ცენზურა დაწესდებოდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნებულ ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაციას „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“, სადაც დასასრულს საუბარია თავისუფალ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ახლავს რედაქციის შემდეგი შენიშვნა: „ასეთი კავშირის მგალობლებია „ცისფერი ყანწების“ მგოსნები, რომელნიც ამ დიდი რევოლუციის ქარტეხილში ჩვენს დაბა-ქალაქებში პარადებს მართავენ და რომელთა ქება-დიდებას „ფრანც მოორი“ – იდეური თანამოაზრე „ჩვენი ქვეყნის“ ფაქტიური რედაქტორისა, ამავე გაზეთში გაჰყვირის. მე ვამბობ, თანამოაზრე, რადგან ბ. რედაქტორი მხოლოდ თანამოაზრეთ უბეჭდავს ფსევდონიმით წერილებს. საინტერესოა, კიდევ რამდენი არიან „ცისფერი ყანწელების“ მადიდებელნი „ნ. [.]-ბში, რომ იმედი ვიქონიოთ მათ მიერ საქართველოს აღდგენა-განახლებაში“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 აგვისტოს თეკლე (ციალა) ალექსის ასულმა ჩოლოყაშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N20) ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 20 აგვისტოს პეტროგრადში გერზვინის საავადმყოფოში გარდაიცვალა მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე შტიურმერი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 20 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყოფილი სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის პროცესი უკვე დაიწყო, 20 აგვისტოს მის წინააღმდეგ სხვა მოწმეთა შორის გუჩკოვი და ანდრონიკოვი გამოვიდა. ანდრონიკოვის თქმით, მან ორივე დედოფალს შეატყობინა, რომ სუხომლინოვი ქრთამს იღებდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ცნობით, თბილისში 20 აგვისტოს საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრემ და თბილისის მიტროპოლიტმა ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ სიონის ტაძარში პირველი წირვა აღავლინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 აგვისტოს კაპიტანი დ. გამტაევი უგზავნის რიზეს ოლქის ხელმძღვანელს მოკლე ცნობებს სტატისტიკური და ეკონომიკური გამოკვლევის შესახებ ოლქის მოსახლეობასთან დაკავშირებით გენერალ-გუბერნატორისათვის გასაკეთებელი მოხსენებისათვის.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N20 ცნობით, 22 აგვისტოს გაქურდეს სოფიო ჩარკვიანის ბინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 აგვისტოს მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის სკოლის მასწავლებლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მარიამ პირქუშაშვილისთვის საეპარქიო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვეს.

