რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მეუღლე ელიზავეტა გიორგის ასული ყიფიანი, ვაჟები, ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი, ქალიშვილი სოფიო ჩიქოვანი შვილებთან ნინო და ელენე ციციანოვებთან ერთად, რძლები, ელენე და ალექსანდრა თავის შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ფარნაოზ ყიფიანის გამოსვენება შედგებოდა 22 სექტემბერს ქუთაისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 სექტემბერს ფრეილინას ქუჩაზე მდებარე ყოფილი თბილისის საადგილმამულო ბანკის შენობაში ჩატარდებოდა ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოების სხდომა, რომელზეც გეინი წაიკითხავდა რჩეული ქართველი პოეტების ლექსებს ლაისტის თარგმანში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 სექტემბერს ფრეილინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი თბილისის ბანკის შენობაში ჩატარდებოდა ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოების სხდომა, სადაც არტურ ლაისტი წაიკითხავდა ლექციას ქართული პოეზიის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 სექტემბერს გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელმა ილია ბაკურაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს თელავში საქმეების მოსაგვარებლად სამსახურიდან რამდენიმე დღით გათავისუფლება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სურსთის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია. განცხადების თანახმად, სურსათის სამინისტროს მარილით მომარაგების მიზნით 25 სექტემბერს დაინიშნა ახალი აუქციონი. განცხადება მონაწილეობის თაობაზე დაბეჭდილ კონვერტებში უნდა გაგზავნილიყო 23 სექტემბრის 12 საათამდე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენებაში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ქართველ სტუდენტთა გერმანიაში გამგზავრების შესახებ უმაღლესი სწავლის დასამთავრებლად აღნიშნავდა, რომ ამას წინ უნებართვოდ თავისუფალი მოგზაურობის შეუძლებლობა ეღობებოდა. თუ ნებართვა დროზე არ იქნებოდა გაცემული, კურსდამთავრებულები იძულებულნი გახდებოდნენ 1919 წლამდე საქართველოში დარჩენილიყვნენ, ამიტომ შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, სასწრაფოდ აღძრულიყო შუამდგომლობა, რათა გერმანიის მთავრობას 100 ახალგაზრდისთვის მოგზაურობის ნება დართო და ხელი შეეწყო უმაღლეს სასწავლებლებში მათი მიღებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენება სასულიერო სემინარიასთან არსებული სამრევლო სკოლის საღმრთო რჯულის მასწავლებლის გრ. გძელიშვილის ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1918 წლის 1-ელ იანვრამდე. მთავრობის წინაშე შუამდგომლობს, რათა 373 მან. 35 კაპ. გამოუყონ მასწავლებლის დასაკმაყოფილებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 სექტემბერს სუფსის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის დაბალი სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, რომ დუშეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგედ გადაეყვანა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 სექტემბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ დუშეთის ქალაქის თვითმმართველობას აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად სუფსის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი დანიშნეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში თავისი ბინიდან გამოასვენეს და საკათედრო ტაძარში დაასაფლავეს მიტროპოლიტი ანტონი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ ანტონის გასვენებას დაესწრნენ: სამხედრო მინისტი გრიგოლ გიორგაძე, გუბერნიის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი, კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე, ეპისკოპოსი ამბროსი და საზოგადოება.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხდებაში იმერეთის ეპარქიის საბჭო იუწყებოდა, რომ ქუთაისის გარდაცვლილი მიტროპოლიტი ანტონის დაკრძალვა 24 სექტემბერს მოხდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს კომისიის სხდომა ვერ ჩატარდა, რადგან მას მხოლოდ თავმჯდომარე სამსონ დადიანი და მდივანი პავლე საყვარელიძე დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 სექტემბრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი და მთავარგამგეები – ვუკოლ ბერიძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, ეპარქიის გიმნაზიის უფროსი დიმიტრი უზნაძე, ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე, წმ. ნინოს სასწავლებლის უფროსი პეტრე ჩარექიშვილი, სახალხო სკოლების ინსპექტორები – ნიკოლოზ შიუკაშვილი და ვასილ ჯაფარიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი მიხეილ ივანეს ძე ალექსანდროვსკი სამსახურიდან დაითხოვეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბერეზოვსკი გამოუცხადებლობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელი პეტრე ალექსანდრეს ძე ზელენეცკი გამოუცხადებლობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 25 სექტემბერს მადათოვის ქუჩაზე კოგიდაჩიანცის სახლი გაძარცვეს, წაიღეს 86 ათასი მანეთის საქონელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ში დაბეჭდილ სურსათის სამინისტროს განცხადებას ხელს აწერდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია. განცხადების თანახმად, სურსათის სამინისტროს მარილით მოსამარაგებლად 25 სექტემბერს დაინიშნა ახალი აუქციონი. განცხადებაში მითითებული უნდა ყოფილიყო გადახდის პირობები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სურსთის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია. განცხადების თანახმად, სურსათის სამინისტროს მარილით მომარაგების მიზნით 25 სექტემბერს დაინიშნა ახალი აუქციონი. მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო 5000 რუბლიანი შენატანი აუქციონის გახსნამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ სურსათის სამინისტროს განცხადებას ხელს აწერდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია. განცხადების თანახმად, სურსათის სამინისტროს 800 000 პუდი მარილით მოსამარაგებლად დანიშნული იყო ახალი აუქციონი, რომელიც ჩატარდებოდა 25 სექტემბერს სამინისტროს შენობაში, მადათოვის ქუჩა N3-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სურსთის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია. განცხადების თანახმად, სურსათის სამინისტროს მარილით მომარაგების მიზნით 25 სექტემბერს დაინიშნა ახალი აუქციონი. განცხადებაში მითითებული უნდა ყოფილიყო განმცხადებლის სახელი, მამის სახელი და გვარი.