საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93222

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა ეფროსინე ნაფეტვარიძის წერილი „ს. ტობანიერის მამლაყინწები“. ის სტატიაში განიხილავს ამ სოფელში ჩატარებულ ქალთა კრებას, რომელიც მამაკაცებმა დაარბიეს და ჩაშალეს მუქარით, რათა სხვა დროს აღარ განმეორებულიყო კრება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა ავადმყოფი ქალის, ლიდა ნიკოლეიშვილის წერილი რედაქტორის მიმართ. ის გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის ჭიათურის ქალთა საზოგადოების გამგეობას მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული მატერიალური დახმარებისათვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 იუწყება, რომ ქ. თბილისიდან ნინო იაზონის ასული მაჭავარიანისგან გაზეთის სასარგებლოდ მიიღეს შემოწირულობა 3 მან. 50 კაპ., ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის სასარგებლოდ კი 3 მ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა სოფ. ხეთიდან შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: ედუქსი კვირკველია, ალექსანდრე ლებონმჟავა, ეფროსინე დავითაია, პარასკევა გვასალია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა საჭამიასერიდან შემომწირველთა სია გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: ფედოსი რამიშვილი-კვინტრაძისა, მარიამ რამიშვილი-დუდუჩავასი, ელენე ვაჩეიშვილი-კვინტრაძისა, ირინე კვინტრაძე-სხვიტარიძისა, მინადორა კვინტრაძე-სანადირაძისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: საშა ასათიანი, ედუსი წერეთლისა, ეკატერინე ასათიანი და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ეპრაქსია გოგიძისა, ელენა მინდელისა, ნინო ბურჯანაძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: მელიტონ ლეთოდიანი, არსენ საღინაძე, ზ. დათიაშვილი და სხვები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა პუბლიკაცია „მილიტანტკები ინგლისში“, რომელშიც ავტორი მიმოიხილავს ინგლისელი სუფრაჟისტების მოძრაობას, განსაკუთრებით მათი ლიდერის, ემელინ პანკჰერსტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 მილიტანტური მოძრაობის შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ემელინ პანკჰერსტისა და მისი თანამოაზრეების მიერ ქალთა პოლიტიკური კავშირის ჩამოყალიბების შესახებ ახლდა რედაქციის (რედ. კატო მიქელაძე) შენიშვნა, რომ ისინი ასეთ ტაქტიკას არ იზიარებდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ საზოგადოების მთავარ გამგეობას უკიდურესი სიღარიბის გამო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჩოლოყაშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: სამსონ ასათიანი, ივანე წერეთელი, ბესარიონ ბენდელიანი და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: სერგო გუგუნავა, ჭუჭალა აბაშიძე, დიმიტრი ახვლედიანი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ერმილე ახვლედიანი, ბეგლარ კუხალაშვილი, პავლე დაშნიანი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ნატა დევდარიანისა, პინა კოპალიანისა, უჩია ნემსაძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: კაპიტონ ბურჯანაძე, ივანე გოლეთიანი, ვერა გელოვანი და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ევსევი ახვლედიანი, ილარიონ კოპალიანი, ბუჭუჭია ახვლედიანი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: თამარა აბაშიძე, გედეონ გაბუნია, ვარლამ მახარობლიძე და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ტიპინია მდივნისა, მელანია ტვილიდიანისა, ოსანა მდივანი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას სთხოვა, შეეტყობინებინათ, რა წესით უნდა გაეხსნათ მომავალში ბიბლიოთეკა-სამკითხველოები.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 25 ივნისს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ბესარიონ დავითის ძე კაკაბაძე გარდაიცვალა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 26 ივნისს ანტონ არქიპოს ძე გვერდწითელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ხელმეორედ სთხოვა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქართველს ქალებს სცემენ და აუპატიურებენ“, რომელშიც განხილულია ქალთა მდგომარეობა, ქალთა გატაცებები სოფლებში და მათი უთანასწორობაზე მამაკაცებთან შედარებით.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა ლენა ზადუკას წერილი „მიხედეთ სოფლად ქალებს“ (15 ივნისი, 1917 წ.) სოფლებში მცხოვრებ ქალთა მდგომარეობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 დაიბეჭდა ლენა ზადუკას ლექსი „ჩვენს დროშას“.