საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოხუმში პოეტ რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდს თითო მანეთი შესწირეს თეიმურაზ გაბუნიამ, პავლე კალანდარიშვილმა, ოქროპირ გვარამაძე, საჩინო თურქიამ, არჩილ იოსელიანმა და ივანე ცეცხლაძემ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოხუმში პოეტ რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ავქსენტი სახოკიამ, ალექსანდრე შერვაშიძემ, მიხეილ თოფურიძემ, ანტონ ჩხეიძემ, გრიგოლ ნადარეიშვილმა, იონა გაბუნიამ და პეტრე ჯანჯღავამ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოს ფოსტალიონი ვ. ლალიაშვილი მცხეთის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წელს ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე კავკასიის საბაღოსნო საზოგადოების განყოფილებამ დანიშნა ჯილდოები. პატარა ოქროს მედალი გადაეცა ალექსანდრე ილიას ძე სტოიანოვს.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 18 თებერვალს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ პოლონური ტექსტების ქართულად თარგმნის საქმეში დახმარება ეთხოვა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, იან ბრაუნისთვის, რომელსაც უმაღლესი განათლება თბილისში ჰქონდა მიღებული.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე ერმილე ნაკაშიძეს პატარა ვერცხლის მედალი გადაეცა ბოსტნეულის მოყვანისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე დავიდოვსა და ჭელიძეს პატარა ვერცხლის მედლები გადაეცათ ღვინისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე პ. მ. მოსეშვილმა პატარა ვერცხლის მედალი დაიმსახურა მეფუტკრეობის პროდუქტებისათვის.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 18 თებერვალს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ახლო მომავალში გრიგოლ აბაშიძე პოლონეთში ჩასვლას აპირებდა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელელი დაამავრეს გ. კოლოტაძემ, კ. გელოვანმა, გ. გუგუტაშვილმა, ნ. ზირახიშვილმა, მ. კობიაშვილმა და ნ. ფხალაძემ.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს თბილისის მეორე დედათა გიმნაზია დაამთავრა 44-მა მოსწავლემ, რომელთაგან ორი იყო ქართველი – ივლიტა ფურცელაძე და თამარ ხერხეულიძე.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ქუთაისის სავაჟო გიმნაზია დაასრულა ორმოცმა კაცმა, რომელთაგან 21 იყო ქართველი, მათ შორის – სილ. გაბუნია, იასონ ჟორდანია, ვლადიმერ კლდიაშვილი, ვლადიმერ სალარიძე, ვლადისლავ თუმანიშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, მიხეილ ჭავჭანიძე და ანდრია ჩივაძე.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ქუთაისის სავაჟო გიმნაზია დაასრულა ორმოცმა კაცმა, რომელთაგან 21 ქართველი იყო, მათ შორის – ზურაბ მაჩაბელი, შალვა მიქელაძე, დ. ჯაფარიძე, ივ. ჯაფარიძე და ფილიპე ჟორჟოლიანი.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს თელავის სასულიერო სასწავლებელებელი დაამთავრეს ალ. ახმეტელოვმა, გ. ხელაშვილმა, დ. კობახიძემ, ივ. ზირახიშვილმა, ფ. ხუციშვილმა, ი. ნაცვალოვმა, ვ. ტაბლიევმა და იაკობ კობიაშვილმა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ქუთაისის სავაჟო გიმნაზია დაასრულა ორმოცმა კაცმა, რომელთაგან 21 ქართველი იყო, მათ შორის – ნიკოლოზ ქარცივაძე, პავლე კუპრაძე, ვლადიმერ ოკუჭავა, გიორგი თაყაიშვილი, დავით ციციშვილი, გიორგი აბაკელია და კონსტანტინე ადამია.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ანტონ კათალიკოსის თხულება „მზა მეტყველების“ გამოცემა დაიწყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 იანვარს არწრუნისეულ თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 იანვრის გაზეთ „დროებაში“ სოფელ ქვემო ჭალის შესახებ ნიკო ლეონიძის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის საქალებო გიმნაზიისთვის ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსეევ-მესხიევის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში კონსტანტინე ყიფიანის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში ბარბარე კორინთელის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 იანვარს ვალერიან გუნიას მონაწილეობით ქართულ თეატრში დადგეს დრამა „ედმონდ კინი“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანი“ თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში მანეთ-ნახევრად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ივლისს იაკიმოვი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი იმპერატორს პეტერბურგში შეხვდნენ.