რეგისტრირებული ფაქტები87145
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 2 ავგისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფიოდორ ჯ. გერშელმანი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 იანვარს სოფელ ჭალის სკოლის მოსწავლეებმა სკოლის სასარგებლოდ ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდა, ეს არის“ ითამაშეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ეკატერინე მელიქიშვილი-მესხისა ჟურნალ „ქართული ბიბლიოთეკის“ რედაქტორად მოიაზრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ს. პ. პავლოვი თბილისში, მელიქოვის ქუჩის 6 ნომერში, ყურძნის დასაჭყლეტ სამი სახის პრესს ყიდდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა მიხეილ ნასიძის წიგნი „თ. ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ეტიუდი“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, ქალაქის ყველა მაღაზიასა და ეკლესიაში რაჟდენ ბარამიძის წიგნი „ცხოვრება დიდისა მოწამისა იაკობ დაჭრილისა“ შაურად იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ მეშვეობით დავით სუმბათაშვილმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება 1885 წლის პირველ მაისს გაიმართებოდა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს კირილე ქუთათელაძე, გიორგი რატიშვილი, საველი ბალახვანელი, ბორის ღოღობერიძე, გიორგი ფავლენიშვილი, ნიკოლოზ აღნიაშვილი და დავით ყიფიანი პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე მიტროფანე ლაღიძემ დიდი ვერცხლის მედალი დაიმსახურა ხილეულისგან სასმელის მომზადებისთვის.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს თეოდორ ბიკოვი ხელოსანთა გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს თეოდორ ბიკოვმა ხელოსანთა გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებს განუცხადა, რომ გამგეობამ გააუქმა ხელოსანთა კრების დადგენილება სარევიზიო კომისიის არჩევის შესახებ.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ნიკოლოზ ტერ-მათეუზოვი სადაზღვევო საზოგადოება „ურბენის“ ინსპექტორი იყო.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ბაგრატ ტერ-მათეუზოვი სადაზღვევო საზოგადოება „ურბენის“ მთავარი რწმუნებული იყო.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წელს ე. სურგუნოვის უეცარ სიკვდილში, მისი მკურნალი ექიმები დაადანაშაულეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ალექსანდრე კნიაზევს კავკასიაში ღვინით ვაჭრობისთვის ცენტრალური საწყობის დაარსება სურდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბრიკალოვი ახალციხის ქართულ კათოლიკურ სკოლაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს რაფიელ ერისთავმა ცხოველთა, მცენარეთა და მინერალთა ლექსიკონის 9 ეგზემპლარი სხვადასხვა სასწავლებელს შესწირა.

