რეგისტრირებული ფაქტები87133
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1854
ტიპი: თანამდებობა
1854-77 წლებში სიმონ გიორგის ძე გიორგაძე ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წლის 12 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანის სამხედრო სანატორიუმიდან შინ დაბრუნდა.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წლის 5 დეკემბერს მიხეილ კვალიაშვილი სამკურნალოდ პოზნანის სამხედრო სანატორიუმში წავიდა.
1824
ტიპი: გარდაცვალება
1824 წლის 6 მარტს ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგაძე გარდაიცვალა.
1965
ტიპი: თანამდებობა
1965 წელს ა. დოლიძე საქართველოს სსრ კ. მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის გამგე იყო.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებამ განიხილა ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელეების საქმე, რომელთა დაუდევრობით ძეგვის ხიდიდან გადავარდა ლოკომოტივი და მძიმედ დაშავდა დარაჯი პავლე იაძე.
1965
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1965 წელს პლატონ თაყაიშვილი მეუღლესთან, იანინა თაყაიშვილთან ერთად პოზნანში, ფ. ნოვოვიესკის ქუჩა №22/24-ში ცხოვრობდა.
1849
ტიპი: გარდაცვალება
1849 წლის 11 დეკემბერს ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ზაქარია იოვანეს ძე შარვაშიძე გარდაიცვალა.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წლის ნოემბერში მიხეილ კვალიაშვილი 22 ნოემბერს პარიზში დაგეგმილ რუსთაველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მიიწვიეს.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წლის ივნისში ვალერიან თევზაძე პოლონელ მეგობართან ერთად მიხეილ კვალიაშვილს პოზნანში ესტუმრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამართულ სხდომაზე კომისიამ, რომელსაც კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენისთვის ქალაქის პავილიონის აშენება ჰქონდა დავალებული, წარდგენილი პროექტები განიხილა და შეარჩია ტექნიკოს ახნაზაროვისა, რომელიც 200 მანეთით დააჯილდოვეს და პავილიონის აშენება მიანდეს.
1794
ტიპი: თანამდებობა
1794-1849 წლებში ზაქარია იოვანეს ძე შარვაშიძე ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებამ განიხილა ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელის, ზუგდიდის მაზრის სოფელ კირუხის მცხოვრებ კონსტანტინე გრიგოლის ძე სახურიას, ოქროპირ ჯავახიშვილისა და თევდორე ნაგელის საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამუშაოს არაკეთილსინდისიერი შესრულება, რის გამოც ძეგვის ხიდიდან ლოკომოტივი და ცამეტი ვაგონი გადაცვივდა.
1852
ტიპი: თანამდებობა
1840 და 1852 წლებში გიორგი ლაზარეს ძე ფხაკაძე ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს მარკოზ ღლონტმა, გრიგოლ ბერეჟიანმა, ნიკოლოზ გოგიტიძემ, იოსებ მაისურაძემ და ს. დინარაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო მანეთი გაიღეს.

