რეგისტრირებული ფაქტები87121
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სიღნაღის მაზრის ბაკურციხის ბოქაულის თანამდებობის აღმასრულებელს, გუბერნიის მდივან თავად დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძეს კოლეგიის მდივნის სტატუსი მიენიჭა.
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წლის 9 აპრილს ვლადიმერ სუმბათაშვილი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის განზრახ დაჭრისთვის დამნაშავედ სცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 თებერვალს ვარვარა ზარუდნაიასა და ვლადიმერ ოპოჩინინის მონაწილეობით პირველი კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულ ღარიბ მოსწავლეთათვის საზაფხულო თეატრში კონცერტი გაიმართა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის თებერვალში ქუთაისის სკოლის პედაგოგი ექვთიმე ივანეს ძე ჭალაკანიძე გარდაიცვალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ვ. ვ. სმიტენს იუსტიციის მინისტრმა თბილისის, სიღნაღის, თელავის, სურამისა და კოდალოს სასამართლოების განყოფილებათა რევიზია დაავალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 თებერვალს ქურდებმა ია ელიოზიშვილის დუქანი გატეხეს და ბეწვეული წაიღეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 6 თებერვალს წილოსანი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების ხაზინადრის მოადგილედ აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 6 თებერვალს არღუთინსკი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, კ. პლიუშჩევსკი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკი ვლადიმერ სუმბათაშვილის ადვოკატი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ვლადიმერ სუმბათაშვილისა და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის საქმის განხილვა დაიწყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს გორის სამაზრო სამმართველოს თარჯიმანი აბაზაძე იმავე სამმართველოს საქმისმწარმოებლად დანიშნეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, თიანეთის მაზრის საპოლიციო სამმართველოს თარჯიმან ოზიაშვილს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიანიჭეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სენაკის მაზრის ქსენონის უფროსს, კაკაბაძეს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიენიჭა.
1970
ტიპი: ავტორობა
1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ 5 კვლევიდან ერთი – „ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათა მეტყველება“ – აკლდა და გაგზავნა სთხოვა. მას ვ. ნოზაძის ნაშრომების საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემა სურდა.
1971
ტიპი: თანამდებობა
1971-1984 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე მოსკოვის კ. სტანისლავსკის სახელობის მუსიკალური თეატრის ბალეტმაისტერი იყო.
1984
ტიპი: თანამდებობა
1984-1994 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი იყო.

