რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიან კურსზე სწავლების საფასური 300 რუბლი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ გრიგოლის ძე ფირუმოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჩერქეზოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პლიოტკინი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პეტრე სარაჯიშვილი (სარაჯევი) იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სარაჯევი უკვე მისულა ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვთან, რომელიც მეორე ჯერზე უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. მისი თქმით, ახალი გარემოებები სარაჯევების წინაამღდეგ მეტყველებდა და თუმცა მათ ყოველ მიზეზს გარეშე უნდა დაეტოვებინათ ბინა, იგი ოჯახს სხვა ბინას გამოუყოფდა. ხარჯების ანაზღაურებაზე ფირუმოვს უარი უთქვამს და სარაჯევისთვის მასზე სასამართლოში ჩივილი შეუთავაზებია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბერს ხარკოვში სომხეთის რესპუბლიკის რწმუნებული რ. ს. იუზბაშიანი თავისი შტატითა და ოჯახით ფოთის გავლით აპირებდა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებით ფოთში დააპატიმრეს ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონელი გაეცვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დედა იულია ივანეს ასული ბარათოვა, ძმა ზაქარია დავითის ძე ბარათოვი და დები, ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა, ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავიდოვა, ნინო დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი ქმრებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ გარდაცვლილი ნატალია დავითის ასული ავალოვას პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე დავითის ჩიხის №12-ში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, თბილისურმა გაზეთებმა უკვე ამცნეს თავიანთ მკითხველებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებით „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბერს ქალაქის გადამდგარი გამგეობის მაგივრად ახალი გამგეობის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება. სხდომა დაიწყო ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის, გ. ს. თავჯიანის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი და სხვა პარტიათა ლიდერები.
1918
ტიპი: ღონისძიება
გორის სამაზრო ერობის გამგეობის წევრის დ. მელიქაძის აზრით, დავით გიკაევი მასწავლებლობის არასასურველი კანდიდატი იყო, რადგან იგი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რაც ქართულთან იყო დაკავშირებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობამ განათლების სამინისტროს აცნობა, რომ დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო შუამდგომლობდა სამსონ ნუცუბიძეს, რათა იგი სამსახურში თავის ადგილზე დაებრუნებინათ. ამავე სასწავლებლის განცხადებას სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების შესახებ ხელს აწერენ თავმჯდომარე და საქმის მწარმოებელი ვ. ჯანელიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების სამინისტრომ ქუთაისის სამაზრო ერობას მისწერა, რომ სამინისტრომ არ დააკმაყოფილა დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობა ყოფილი მასწავლებლის სამსონ ნუცუბიძის უფლებების აღდგენისა და სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 11 ოქტომბრის მოხსენებაში პედაგოგიური მუზეუმის მოსამსახურეთა დაკმაყოფილების შესახებ, ის მინისტრთა საბჭოს სთხოვს, 10-მილიონიანი ფონდიდან ავანსად გაიღონ 1500 მან. იმ მოსამსახურეთათვის, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და დიდი ხანია გასამრჯელოს არ იღებენ.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის ამხანაგის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 11 ოქტომბრის მოხსენება ეხებოდა თბილისის საბებიო ინსტიტუტის გაეროვნების ხარჯების დასაფარად კრედიტის გამოყოფას. სულ სჭირდებოდა 4 350 მან. თანხის ნახევარს ინსტიტუტი კისრულობდა არაქართველ მსმენელთაგან შემოსული ფულიდან, დანარჩენს ხაზინას სთხოვდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 8 ოქტომბრის N44 ბრძანების თანახმად, დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილების სწავლადამთავრებული მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი დანიშნეს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან. ხელს აწერენ კანცელარიის ვიცე-დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N46 ბრძანებით ბარბარე მათეს ასული ვარდიაშვილი თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უმცროსი კლასების ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N46 ბრძანებით, დანიშნულია თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგად შალვა ქარუმიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N48 ბრძანებით, ვერა კაკაბაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ექიმად დაინიშნა.