რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რიმსიმე მარტიას ძე აბრამიანი, რომელსაც თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა სამხედრო კავშირგაბმულობის უფროსს რკინიგზით ფოსტის გადაზიდვის მე-8 განყოფილების უფროსის ტელეფონოგრამა გაუგზავნა და სთხოვა, მისთვის შეეტყობინებინათ მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში ფოსტის მიტანის რა საშუალებას დააწესებდნენ. გზათა სამინისტროს კომისრის ნაცვლად ხელი ინჟინერმა მ. სავიცკიმ მოაწერა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, სასკოლო სექციის გამგემ ბესარიონ ლომთათიძემ განცხადა, რომ მის თანაშემწედ აირჩიეს ვარლამ ბურჯანაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქონებათა სექციის გამგემ გიორგი გვაზავამ კომიტეტს მოახსენა ღარიბ მოწაფეთა წერილის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოება იძულებულია გაასხვისოს თავის კუთვნილებაში არსებული სახლი, ქართული გიმნაზიის არსებობის შენარჩუნებისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 იანვარს ჯულფის მატერიალური საწყობის მეარტელეებმა, საწყობის გამგეებმა – ფ. გალნიუშკინმა, ა. პოლიასნიკოვმა, პ. დავიდენკომ და ა. აგასანდიანცმა პატაკი (N79) ჩააბარეს ჯულფა-ბაქოს სამხედრო გზის სამუშაოების უფროსს, ინჟინერ ტრესკინსკის (ასლი გაუგზავნეს არტელის რწმუნებულ გ. პლუჟნიკოვს), რომელშიც ნათქვამია, რომ ჯულფის საწყობში შევიდა მუსულიმანური ჯარი, რომელმაც დაიკავა სურსათის განყოფილება.
1918
ტიპი: ღონისძიება
ყარსის სადგურის ყოფილ უფროს ვლადიმერ ტატიევს ტვირთის დანაკლისის და გაფუჭების, აქტების არასწორად შედგენის, ბარგის უქვითროდ გაცემის და სხვათა გამო, რომლებიც მას ირიბად ეხებოდა, ჰქონდა დანაკლისები და მის მიმართ იყო პრეტენზიები, ამიტომ კომერციულმა სამსახურმა დაუკავა 433 მან. 08 კაპ. ამ საქციელს ყარსზე მუშაობის მძიმე პირობებით ხსნიან და რადგან ტატიევი გაჭირვებულია, 1918 წლის 12 იანვარს ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველო რკინიგზის კომისარს მისთვის თანხის დაბრუნებას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 იანვარს გზების უფროსმა ამიერკავკასიის კომისარიატთან არსებულ გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარს მისწერა, რომ ნაფიცი ვექილის ამირხანოვის თხოვნის მიუხედავად, ყაჩაღთა თავდასხმის საშიშროების გამო, არარატის სადგურის სოფელ დავალუში გადატანა ტექნიკური პრობლემების გამო შეუძლებელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 იანვარს, 19:30 საათზე, ტექნიკური საზოგადოების საერთო კრებაზე ინჟინერ ვლადისლავ ედმუნდის ძე ნოვოდვორსკის უნდა წაეკითხა მოხსენება: „ჯულფა-ბაქოს რკინიგზის მშენებლობა და სამუშაოს მდგომარეობა ამ დროისათვის“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო სექციის გამგის მოადგილედ კონსტანტინე გვარჯალაძე დაასახელეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ტრაპზონში არსებული სამხედრო ქონება უპატრონოდ არის მიტოვებული. გამოითქვა მოსაზრებმა, რომ სექციებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ვეშაპელი. მდივანი – პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14-15 ოქტომბერს მოსკოვში მოიწვიეს სხდომა, რომელზეც უნდა წაეკითხათ მოხსენებები ნავთობმომარაგების მდგომარეობის შესახებ. სხდომაზე მიწვეული იყო ამიერკავკასიის სამხედრო წარმოების წარმომადგენელი სერგო ფეოდორის ძე ზავალიჩინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 იანვარს გამართულ ჯურუყვეთის (გურია) სოფლის მუშათა საბჭოს წევრთა კრებაზე აირჩიეს საადგილმამულო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ს. გოგუა, ნ. ანთაძე, მ. დობორჯგინიძე, ბ. გოგიჩაიშვილი, დ. კვაჭაძე, ს. აფხაზავა, ყ. ტუღუში.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავაკასიის ბანკის აქციონერთა 1918 წლის 14 იანვრის საგანგებო კრების დადგენილებითა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე ხატისოვის ნებართვით ამიერკავკასიის ბანკმა ძირითადი კაპიტალი 3 000 000-დან 6 000 000 რუბლამდე გაზარდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს მებრძოლ ხეიბართა კავშირის თავმჯდომარე რ. ჩუბინიძემ სახელმწიფო მზრუნველობის სამინისტროს თავმჯდომარე აბხაზს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა კავშირის აღმასკომმა თბილისში 17 იანვარს დაავალა კავკასიის მუშათა 1-ლი ერთობის წარმომადგენლებს შეეტანათ სახელმწიფო ბანკში, თბილისის აღმასკომის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტათთა კავშირის ანგარიშზე ყველა ის ფული, რომელიც იყო მუშათა რაზმის (дружина) ანგარიშზე, მთლიანად 72 000 რუბლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 18 იანვრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის ბ. მხეიძის კურსების ქუთაისის მასწავლებელთა კოლეგიისთვის გადაცემის შესახებ. დაადგინეს: მხეიძეს მასზე უფლება ჩამოერთვას, აღდგეს მასწავლებელთა კოლეგიის უფლებები და ეწოდოს მასწავლებელთა კურსები. გამგედ დამტკიცდეს ბ. მ. ჩინჩალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ სომეხთა ნაციონალური საბჭოს საქველმოქმედო სხდომას დაესწრო 21 დეპუტატი, მათ შორის კათალიკოსისა და ნახიჭევანელი სომხების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარე იყო ს. ტიგრანიანი, მისი ამხანაგი – მინას ბერბერიანი და მდივანი – ს. ტერ-გევორქიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა აცხადებდა, რომ 18 იანვარს, 12 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო მამა დავითის ეკლესიაში ქართველ საზოგადო მოღვაწეთა – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის პანაშვიდები გაიმართებოდა.

