რეგისტრირებული ფაქტები80071
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი ე. ი. კალანდაძე შინაგან სნეულებათა და ვენერიული დაავადების მქონე პაციენტებს გუნიბის ქუჩა N6-ში, ზემელის აფთიაქთან, იღებდა.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852-82 წლებში იოსებ გიორგის ძე ანთაძე სოფ. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამბერკი თომას ძე ელიავა პროვიზორი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ამბერკი თომას ძე ელიავას ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა გარდაიცვალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 იანვარს საჩხერეში გამართული სპექტაკლიდან შემოსული თანხა ნინო წერეთელ-ჩოლოყაშვილისას გაუგზავნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველ თებერვალს საჩხერეში სადიკო წერეთლის თაოსნობით ქუთაისის უფასო საქალებო სკოლის სასარგებლოდ სპექტაკლი გაიმართა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი დ. ი. ჯაფარიძე შინაგან, კისრის, ცხვირის და ყურის დაავადების მქონე ავადმყოფებს მადათოვის ქუჩა N7-ში, ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ, იღებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმმა მიხეილ ოთარის ძე ზანდუკელმა პაციენტების მიღება განაახლა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი გ. გ. მეგრაბიანცი შინაგან, ჭლექისა და გულის დაავადების მქონე ავადმყოფებს რენტგენის კაბინეტში გასასინჯად და სამკურნალოდ ბებუთოვის ქ. N23-ში იღებდა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წელს გარდაიცვალა თბილისის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგი თამარ ქუჩუკაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კავკასიის I კორპუსის ყოფილი სამხედრო ბეითალი ი. გ. ქუთათელაძე ცხოველებს ბელინსკის ქუჩა N39-ში მკურნალობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი რეზო მაჩაბელი კანისა და ვენერიულ დაავადებათა მქონე პაციენტებს მოსკოვის ქუჩა N4-ში, ზემელის აფთიაქის პირდაპირ, მკურნალობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი პაციენტებს რენტგენის გადასაღებად ვერაზე, ყორღანოვის ქუჩა N20-ში, იღებდა.