რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბერს გრიგოლ ფერაძე თბილისის ფერისცვალების მონასტრის მღვდელ-მონაზონმა მონათლა.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს იოვანე მახარობელას ძე დოგრაშვილი სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1847
ტიპი: გარდაცვალება
1847 წლის 20 აგვისტოს ლუკა კიკნაველიძე სოფ. ზედა ზეგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში გადავიდა.
1968
ტიპი: თანამდებობა
1968 წელს ლევან მენაბდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტის გამგე იყო.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის 29 ოქტომბერს ვასილ ფერაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გრიგოლ ფერაძის შესახებ საქართველოში დაბეჭდილი პირველი სტატია გაუგზავნა.
1810
ტიპი: თანამდებობა
1810-47 წლებში ლუკა კიკნაველიძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 დეკემბერს თბილისის გამგეობის დარბაზში გაიმართა ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების თანამშრომელთა და ბეჭდვითი საქმის მოღვაწეების კრება. პროექტის განხილვის შემდეგ თავმჯდომარის, ვასილ ყორღანოვის, წინადადებით კრებამ გადაწყვიტა, აერჩიათ განსაკუთრებული კომისია, რომლის წევრებიც უნდა ყოფილიყვნენ ვასილ ყორღანოვი, ბ. მიხაილოვი, ნ. ელიავა და პეტრე სურგულაძე.
1981
ტიპი: ღონისძიება
1981 წლის 18 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ივანე ნანუაშვილის წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ დაინტერესებულმა პირებმა გაყიდვიდან ამოიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ალექსანდრე ცაგარელმა, ვასილ ივანიძემ, ტარიელ ჭელიშვილმა და გიორგი ქართველიშვილმა ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო აბაზი გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ლადიკო ჟორდანიამ და ივანე ყიფშიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ხუთ-ხუთი შაური გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს პუპა ჯანელიძემ, იოსებ შევარდნაძემ და ფილიპე ცხომელიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო აბაზი გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ვასილ კილაძემ და პავლე რაზმაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ორ-ორი მანეთი გაიღეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს არონ აბრამის ძე მიხელაშვილი ფოთის საურთიერთო-საკრედიტო საზოგადოების დეპუტატი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს დიმიტრი დანიელის ძე სმირნოვი ფოთის საურთიერთო-საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში, თბილისის სასამართლო პალატაში ვასილ გეგელიასა და ნიკოლოზ მინგრელსკის საქმეს თავმჯდომარე იაკობ რაშეტი და წევრები ვ. სმიტენი და მიხეილ კრივეცკი განიხილავდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატაში ნიკოლოზ მინგრელსკისა და ვასილ გეგელიას საქმეზე ექსპერტებად მიწვეულნი იყვნენ დიმიტრი ბაქრაძე, რაფიელ ერისთავი და ივანე მაჩაბელი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში გარბოვსკი თბილისის სასამართლო პალატაში ნიკოლოზ მინგრელსკის მიმდინარე საქმეზე ადვოკატი იყო.

