რეგისტრირებული ფაქტები80071
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ალექსანდრე ცაგარელმა, ვასილ ივანიძემ, ტარიელ ჭელიშვილმა და გიორგი ქართველიშვილმა ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო აბაზი გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ლადიკო ჟორდანიამ და ივანე ყიფშიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ხუთ-ხუთი შაური გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს პუპა ჯანელიძემ, იოსებ შევარდნაძემ და ფილიპე ცხომელიძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად თითო აბაზი გაიღეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ვასილ კილაძემ და პავლე რაზმაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ორ-ორი მანეთი გაიღეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს არონ აბრამის ძე მიხელაშვილი ფოთის საურთიერთო-საკრედიტო საზოგადოების დეპუტატი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს დიმიტრი დანიელის ძე სმირნოვი ფოთის საურთიერთო-საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში, თბილისის სასამართლო პალატაში ვასილ გეგელიასა და ნიკოლოზ მინგრელსკის საქმეს თავმჯდომარე იაკობ რაშეტი და წევრები ვ. სმიტენი და მიხეილ კრივეცკი განიხილავდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატაში ნიკოლოზ მინგრელსკისა და ვასილ გეგელიას საქმეზე ექსპერტებად მიწვეულნი იყვნენ დიმიტრი ბაქრაძე, რაფიელ ერისთავი და ივანე მაჩაბელი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში გარბოვსკი თბილისის სასამართლო პალატაში ნიკოლოზ მინგრელსკის მიმდინარე საქმეზე ადვოკატი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თუმანიშვილი და ყარაბეგოვი თბილისის სასამართლო პალატაში ვასილ გეგელიას მიმდინარე საქმეზე ადვოკატები იყვნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატაში ვასილ გეგელიასა და ნიკოლოზ მინგრელსკის საქმე განიხილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 თებერვლის „დროების“ ცნობით, მირონოვმა, ფილიპოვმა და კატლიარენკომ სოხუმში სამკურნალო წყლის აბანოები გააკეთეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავალიოვმა სოხუმში საავადმყოფო ააშენა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 თებერვლის „დროების“ ცნობით, 23 თებერვალს მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნინო ორბელიანისა, მ. ნ. ლერინისა, ვასო აბაშიძე, იოსებ რატილი, ვახტანგ სიდამონოვი, გიორგი ერისთავი და სხვანი.
1983
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1983 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის პენსია თვეში 680 დოლარი იყო.
1983
ტიპი: ღონისძიება
1983 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა სან-ფრანცისკოში კოლაუ ნადირაძის ლექსების კრებული მიიღო.
1983
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1983 წელს ძმები ნოშრევან და მირიან გალაშვილები სანტა-როზაში ცხოვრობდნენ.
1983
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1983 წელს ალექსანდრე სტეფანეს ძე მანველიშვილი სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა.