რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიას, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის რედაქტორობით დაიბეჭდებოდა, წილოსნის მიერ შედგენილ რუკებს დაურთავდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო პეტრეს ასული სტურუა ისიდორე, ანტონ და დავით სტურუების დედა იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს სამტრედიაში, იოანე ნათლისცემლის ეკლესიაში დომნა იოანეს ასულ სტურუას წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ: ნინო პეტრეს ასული სტურუასი, შვილები − ისიდორე, ანტონი, დავითი და რძლები − ნინო და აგაშა სტურუები.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ნიკოლოზ ბაქრაძემ მოითხოვა, რომ ალექსი ჭიჭინაძესა და ალექსი გიორგობიანს სხვავის ნათლისმცემლის მონასტრის მდგომარეობა შეეფასებინათ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ივანეს ძე სტურუა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები − ისიდორე და ანტონ სტურუები ძმები იყვნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი მარტის „დროებაში“ სვიმონ ბაქრაძე აცხადებდა, რომ ნანია ჯაფარიძემ სხვავის ნათლისმცემლის მონასტერი აღდგენისა და გაუმჯობესების ნაცვლად დააზიანა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დომნა სტურუა დავით ივანეს ძე სტურუას, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების, ისიდორე და ანტონ სტურუების ბიცოლა იყო.
1810
ტიპი: თანამდებობა
1810-36 წლებში ნიკოლოზ სიმონის ძე ლალიაშვილი სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 23 ნოემბერს სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ გიორგის ძე კანდელაკი გარდაიცვალა.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851-97 წლებში სპირიდონ თედორეს ძე ძოწენიძე სოფ. ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავი 7 მარტს არწრუნისეულ თეატრში ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციას წაიკითხავდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს ახშარუმოვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველთა სალაროს ხაზინადრის მოადგილედ დაინიშნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს ტერ-სარქისოვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველთა სალაროს ხაზინადრის მოადგილედ დაინიშნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 27 თებერვალს პაპიტოვი თბილისის გამსესხებელ-შემნახველთა სალაროს სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.

