რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1987
ტიპი: თანამდებობა
1987 წელს მიხეილ ქავთარაძე პარიზში ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1862
ტიპი: თანამდებობა
1862-1905 წლებში კოზმან სვიმონის ძე ქველაძე სოფ. ზეკვეცის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863 წელს ალექსი ბესარიონის ძე ბურჯანაძე სოფ. ზეინდრის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წელს იესე დავითის ძე ნუქიფი (ნიქიფიშვილი) სოფ. კურსების მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს კ. ი. ზუბალაშვილის სახელობის ქალაქის სახალხო სახლში ელისაბედ (სოფიო) რომანიშვილი-დგებუაძისას სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად საიუბილეო წარმოდგენა გაიმართებოდა.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა ივანეს ასული წულუკიძე ივანე პეტრეს ძე წულუკიძის დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი პეტრე გიორგის ძე წულუკიძე ივანე წულუკიძის მამა იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 12 იანვარს ივანე პეტრეს ძე წულუკიძეს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში 40 დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: მფლობელობა
1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძე ფლობდა ბინას სანაპიროს ქუჩა N7-ში.
1921
ტიპი: მფლობელობა
1921 წელს სოფიო მიხეილის ასული დოლიძე ფლობდა ბინას სოლოლაკში, სასტუმრო „ინტერნაციონალში“.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძე ნოე სიხარულიძის ძმა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო მიხეილის ასული დოლიძისა ნოე სიხარულიძის რძალი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 თებერვალს ვიქტორ გეევსკი კარდენახში ვენახის შესამოწმებლად ჩავიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 მარტის „დროების“ მეშვეობით ელენე ანდრონიკაშვილმა თბილისის რეალური სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ გამართულ კონცერტში უსასყიდლოდ მონაწილეობისთვის ბარბარა ზარუდნაიას, კ. გორსკის, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვს, გ. ალექსეევ-მესხიევს, ლევ მარკოვს, ლუკა გურგენბეკოვს მადლობა გადაუხადა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 13 იანვარს დიმიტრი როსტომის ძე აბაშიძეს კუკიის ალექსანდრონევსკის ტაძარში დაკრძალავდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 თებერვალს ელენე ანდრონიკაშვილის ინიციატივით თბილისის რეალური სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ კონცერტი გაიმართა.

