საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვლის თარიღით პლატონ დავითის ძე ხიზანიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში გალობის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს ანა ესტატეს ასული მატარაძე ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს ნინო ალექსის ასული პავლოვა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს თედორე თედორეს ძე ჩუნეცკი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 თებერვალს კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე პეტროგრადიდან ჩამოსულმა ირაკლი წერეთელმა მოხსენება წაიკითხა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ ერევნის მუსულმანთა და სომეხთა თავმჯდომარეებს, ქალაქისთავს და სხვებს დეპეშა გაუგზავნა ერევანსა და მაზრებში მომხდარ ეროვნებათ შორის სისხლისღვრასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ ასევე აგაევი, ტიგრანიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 თებერვლის საღამოს ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ტრაპიზონში ჩავიდა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე საგანგებო სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ანდრეევი. სიტყვა წარმოთქვა სასურსათო საქმის სამინისტროს კომისარმა ტერ-გაზარიანმა; ცენტრი მიესალმა პირველი და მეორე სახელმწიფო დუმის წევრ ფედოტ ონიპკოს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. გერასიმე მახარაძემ წაიკითხა თელავიდან მიღებული ინფორმაცია, რომ სროლის დროს მოუკლავთ წითელგვარდიელი გიორგი მირზოევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 თებერვალს სურამში გამართულ პარტიის კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარედ აირჩიეს სარდიონ მამალაძე, მის მოადგილედ – კ. წოწონავა, მდივნად – გენადი ბებიაშვილი, მოლარედ – იოსებ მესხი.

1918

ტიპი: თანამდებობა

მუშათა და გლეხთა საბჭომ 1918 წლის 24 თებერვლის სხდომაზე გადაწყვიტა, მობილიზაციის განსახორციელებლად პარტიების, საბჭოს და ქალაქის წარმომადგენლებისგან შეექმნათ კოლეგია, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ალ. კორძაია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ მამალაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ. მამალაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვალს თბილისის საბჭოს სხდომაზე წაიკითხეს ფილიპე მახარაძის განცხადება ხმოსნობაზე უარის შესახებ, იმ მიზეზით, რომ მას დაჭერას უპირებდენ და საბჭოში მუშაობა არ შეეძლო; ხმოსნობაზე უარი განაცხადეს ასევე ზეინალოვმა და იდაშკინმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვლის თბილისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ ჯამაგირზე უარი განაცხადა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ თელავში, ისევე როგორც სხვა დაბა-ქალაქებში, შიმშილობა დაიწყო, მასთან ბრძოლა სასურსათო კომიტეტებმა იკისრეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქალაქისთავმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე მიმართა მდიდრებს მოწოდებით ღარიბების დახმარების შესახებ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ დაიკარგა ჯარისკაცი ბარნაბა დათას ძე გვახარია, რომელიც მოქმედ ლაშქარში – კავკასიის მე-18 მსროლელთა პოლკში მსახურობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „მოწოდება“.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 25 თებერვალს დაასაფლავეს კავკავში ვერაგულად მოკლული სასურსათო კომიტეტის წევრი გიორგი დალაქიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვალს გაიმართა თიანეთის საზოგადოების კრება ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცთა მეთაურობით. მოხსენება გააკეთეს მაზრის კომისარმა ლაცაბიძემ და სახ. მილიციის ინსტრუქტორმა წივწივაძემ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 25 ივნისს დარია ბესარიონის ასულმა ჯორბენაძემ საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების მთავარგამგეს გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარების ნებართვა სთხოვა ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში სიმწიფის მოწმობის ასაღებად.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დროებითი წევრების, ალექსანდრე ასათიანისა და იოსებ მაჭავარიანის შესახებ.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 27 თებერვალს ბოლშევიკური პარტიის თბილისის ორგანიზაციამ დუშეთის მაზრაში გაგზავა პარტსამუშაოდ გიორგი ლაფანაშილი

1918

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1918 წლის 27 თებერვალს რუსეთის დიდი რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ალექსანდრე ლომთათიძე ლექციას წაიკითხავდა. წარმოდგენილი იქნებოდა იაკობ ცინცაძის (ია ეკალაძის) დრამა „ნომერი 21 ჯვრით“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვლამდე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია იმყოფებოდა კრეისერ „კაროლ კარლ“-ზე, რადგან ტრაპიზონის ვალი მოითხოვდა დაცვის განიარაღებას. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ტრაპიზონიდან ბათუმში დაბრუნებას აპირებდა, სადაც კონსტანტინოპოლიდან წარგზავნილ თურქულ დელეგაციას დაელოდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.