რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის 1884 წლის ანგარიში დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერდნენ: კონსტანტინე ყიფიანი, ბესარიონ ბაქრაძე და მანუჩარ ყიფიანი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-8 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო კოტე ხახანაშვილი, კონტროლიორებად − რომელაშვილი და ლომაური.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-7 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო გრიგოლ ლორთქიფანიძე, კონტროლიორებად − პარმენ ჩიქოვანი და ვლ. ჯაფარიძე.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989-1990 წლებში რევაზ ვლადიმერის ძე გამცემლიძე პოლონეთში მცხოვრებ ქართველებზე გადაცემის მოსამზადებლად და ინტერვიუს ასაღებად ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს ესტუმრა. ნიკოლოზ მათიკაშვილმა გამცემლიძეს გადაცემისთვის საჭირო ყველა მასალა გაატანა.
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახებოდა რეზო თაბუკაშვილის მიერ არგენტინიდან ჩამოტანილი სიონის ტაძრის საკურთხევლის გადასაფარებელი. ის ტურფა და მზია აკაკის ასულმა პაპავებმა დააბრუნეს სამშობლოში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, მოროზოვმა მოსკოვიდან კავკასიაში 600 ფუთი ამერიკული ბამბის თესლი გამოგზავნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, ბერი არევაძე იმერეთში ათონის მონასტრისთვის შემწეობის სათხოვნელად დადიოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, იონესიანცს ქუთაისში დასარიგებლად 50 ფუთი ამერიკული ბამბის თესლი მისცეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, ვედენსკის სოხუმში 50 ფუთი ამერიკული ბამბის თესლი უნდა დაერიგებინა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 14 აპრილის „დროების“ ცნობით, სოკოლოვი ხონის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე ხატისოვს თბილისში დასარიგებლად 100 ფუთი ამერიკული ბამბის თესლი მისცეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, ა. ოსტროუმოვი მეცნიერული გამოკვლევებისთვის ყაზანიდან სოხუმში გამოგზავნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ჟიულ მურიეს მიერ ფრანგულად ნათარგმნი სულხან საბა-ორბელიანის რამდენიმე იგავ-არაკი გამოვიდა, რომლებიც მან გიორგი ორბელიანს მიუძღვნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 14 აპრილს კონსტანტინე შალიკაშვილი გორის მაზრის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859 წელს ბესარიონ მარკოზის ძე ჭანკოტაძე ილემის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811 წელს შიო გიორგის ძე გორგაძე ილემის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ვლადიმერ გიორგის ძე კაპანაძე სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.