რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ განსახილველად წარადგინა წინადადება, რწმუნებულთა ახალი სიის შედგენა და დამტკიცება აღმასრულებელ კომიტეტს ეკისრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე გვარჯალაძემ ისაუბრა სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ. მისი აზრით, რევოლუციის გასამარჯვებლად და ანარქიის მოსასპობად მშრომელ ხალხს უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა მიწა, შექმნილიყო ადგილობრივი შეირაღებული ძალები და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ალექსანდრე ასათიანმა ისაუბრა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, საბჭოს რეორგანიზაცია უნდა განხორციელებულიყო არა პარტიული განახლების კუთხით, არამედ პოლიტიკური და ეროვნული თვალსაზრისით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა ისაუბრა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც გულისხმობდა ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში დამატებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ ისაუბრა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, ეროვნული საბჭოს ახალი შემადგენლობის მოწვევით, შეფერხდებოდა სხვადასხვა სექციების მუშაობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, ეროვნულ საბჭოს უნდა მიეღო პარლამენტარული დაწესებულების სახე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, ერთმანეთისაგან უნდა გამიჯნულიყო პრეზიდიუმი და აღმასრულებელი კომიტეტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელმა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს და დამფუძნებელ კრებას შესთავაზა საზოგადო მზრუნველობის სექციის დაარსება, თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა ისაუბრა ცემის სანატორიუმის შესახებ, რომელსაც თავს დაესხა ხალხის ბრბო, დაატუსაღეს ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე და მიითვისეს სანატორიუმის ქონება. საბჭომ აღნიშნული საკითხი გადასცა აღმასრულებელ კომიტეტს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ საბჭო აიღებდა ნახევარი მილიონი მანეთის სესხს ყოველდღიური საჭიროებებისათვის. საფინანსო სექციას დაევალა ფინანსური გეგმის პროექტის შედგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა კამათი, უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა სოფლის მოსახლეობას მიწა, თუ სჯობდა მინიმალურ საფასურად გაყოდულიყო მიწის ნაკვეთები, რადგანაც უსასყიდლოდ მიწის დარიგების შემთხვევაში, იქმნებოდა საშიშროება გლეხებს შორის ამბოხისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის 105 რწმუნებულისა და მათი კანდიდატების სიის შედგენა დაევალა აღმასრულებელ კომიტეტს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევოლუციის გასამარჯვებლად და სოფლად ანარქიის მოსასპობად, სოფლებში ხალხი სააგიტაციოდ გაგზავნა გადაწყდა. გარდა ამისა, უნდა შექმნილიყო ადგილობრივი შეიარაღებული ძალები, სასტიკად დასჯილიყო ყველა ბოროტმოქმედი. პროპაგანდისტების სოფლად გაგზავნის ორგანიზება დაევალა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ტრეიმანი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას ესწრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ა. ა. ენფიაჯიანცი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ყორღანოვი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი კორსუნსკი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს პროფკავშირების წარმომადგენელი კოპაძე შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 თებერვალს მეტალურგების წარმომადგენელი სლუცკი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების თავმჯდომარედ აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი დანიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს სამხედრო უწყების წარმომადგენლებად დანიშნა: გენერალ-მაიორი ვ. ა. ლევანდოვსკი, პოლკოვნიკი სიმონ სპირიდონის ძე ესაძე, კაპიტანი პრიტომანოვი და სხვ. სულ 10 ადამიანი.

