საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87108

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საქმეთა გამგემ წაიკითხა მოხსენება სარევიზიო ფონდის აღდგენის შესახებ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას განკარგულებაში იყო. მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, სარევიზო ფონდის აღსადგენად 10-მილიონიანი ფონდიდან 100 000 მანეთი გადადებულიყო.

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის ივნისში სოფ. კინოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვასილ სვიმონის ძე ოსაძე გარდაიცვსლა.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810-49 წლებში ვასილ სვიმონის ძე ოსაძე სოფ. კინოთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში ნიკოლოზ სერაპიონის ძე კიკნაველიძე სოფ. კიკნაველეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებით ფოთში დააპატიმრეს ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონელი გაეცვალა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სარგის კაკაბაძის „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ავტორი ეხმიანება 16 იანვრის ნომერში დაბეჭდილ გარეშეს წერილს „კიდევ ნაციონალიზაცია“.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სარგის კაკაბაძე იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ქართული ენის კურსების ხელმძღვანელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს რევაზ ვახვახიშვილი თბილისში თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ღვამიჩავას „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ის რედაქციას მიმართავს თხოვნით, დაადასტურონ, რომ 16 იანვრის ნომერში გარეშეს ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილი „კიდევ ნაციონალიზაცია“ მას არ ეკუთვნის. რედაქციამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს დილის 12 საათზე სამხედრო სამინისტროს (მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე) სამნეო განყოფილებაში სიტყვიერი და წერილობითი განცხადებით დანიშნული იყო საჯარო ვაჭრობა თბილისის გარნიზონისთვის ერთი წლის ვადით ხორცისა და ცხიმის ჩაბარების შესახებ. დაწვრილებითი ცნობები მსურველებს შეეძლოთ მიეღოთ ყოველდღე სამნეო განყოფილების სასურსათო სექციაში, ბარიათინის ქუჩა N10.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ვერ მოხერხდა ქალაქის საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც უნდა არჩეულიყო ქალაქის არჩევნების წინასწარ მუშაობაში დამხმარე საკონტროლო კომისია, ამიტომ ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამგეობის დადგენილებით დროებით კომისიაში მოიწვია შემდეგი ხმოსნები: პართენ გოთუა, არჩილ ჯაჯანაშვილი, პარმენ კახიანი, არჩილ რუხაძე და დავით ვაჩნაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქიჩიხანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მიწათმოქმედების სამინისტროს მაღაზია და მანდარინები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შ. ბ-ძის (შოთა იაკობის ძე ბერიძე) ხელმოწერით გამოქვეყნდა წერილი „პარტია და პროფესია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამგლოვიარო დეპეშა. ჯავახეთის ქართველი საზოგადოება გამოთქვამდა წუხილს საზოგადო მოღვაწის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის უდროოდ გარდაცვალების გამო. სამძიმრის წერილს საზოგადოების მინდობილობით ხელს აწერდა ნადირაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დასნეულებული მწერლის, მელანიას (დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე) სასარგებლოდ რედაქციამ საზოგადოება „იმედისგან“ მიიღო 3 000 მანეთი და დავით კასრაძისგან − 15 000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში შალვა დადიანის „გუშინდელნის“ წარმოდგენა გაიმართა. სპქტაკლს წინ უძღოდა რეჟისორ კოწო ანდრონიკაშვილის სიტყვა თეატრის მნიშვნელობისა და პიესის შინაარსის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს ჯარში, მესანგრე ათასეულის თეატრში წარმოდგენა გაიმართებოდა. ჯარისკაცები ვალერიან გუნიას სამმოქმედებიან კომედიას „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ წარმოადგენდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო გვარდიის საგანგებო ბატალიონთან არსებული კ. კაუცკის სახელობის თეატრ „საპიორნში“ (სახელმწიფო საოპერო თეატრის უკან) გაიმართებოდა გიორგი ქუჩიშვილის სალიტერატურო საღამო, აფიშები არ იქნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში პიესა „მარიამ მაგდალელს“ ლადო მესხიშვილის მიზანსცენებით მეორედ წარმოადგენდნენ, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაიყიდა და საზოგადოების ნაწილი უბილეთოდ დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ სახალხო განათლების სამინისტროს ნებართვით, ალექსანდრე გ. საათაშვილმა დააარსა პირველი ქართული ბუღალტერიის კურსები. ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა მისამართზე: თბილისი, დუშეთის ქ. სახლი N9, წყნეთის ქუჩასთან ახლოს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოოპერატივ „კახეთის“ მფლობელ ლ. ა. გოგნიაშვილის განცხადება, რომ ეძებდა ცეცხლგამძლე სალაროს. კოოპერატივი მდებარეობდა ქართული თეატრის ეზოში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროებაში“ ვასილ ლომინაძის განცხადების შესახებ გიორგი ბებურიშვილის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის აპრილში ვასილ ყიფიანმა თბილისში, თავადაზნაურთა კრებაზე, სათავადაზნაურო სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ი. კ. ვასილიევი აგრონომი იყო.