რეგისტრირებული ფაქტები93198
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის სამხედრო ბეგარის ფურცლის მიხედვით, სიმონ ანანიევი ჯარისკაცთა კატეგორიის მოლაშქრეთა პირველი ხარისხის კატეგორიაში ირიცხებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 მანეთის ოდენობით ხელფასის დანამატს იღებდნენ სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: მინადორა ყოლბაია, ოლღა მარღანია, პარასკევა ისაევა, მარია მიხელიძე, ალექსანდრე ბეჟანია, ლუკა კუხალეიშვილი, ფადეი ჩხოტუა, აკაკი გულუა, ეკატერინე საგოხინა, ევგენი ბენია, სტეფანე ბჟანია, იონა წულაია, ბარბარე აკირთავა, ევდოკია გარმელია, ილარიონ კილანავა, ნეონილა ჩხეტია, იაკობ ბენდელიანი, მარია მერინოვა და ნეონილა საკოვიჩი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 მანეთის ოდენობით ხელფასის დანამატს იღებდნენ სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: ეკატერინე პლატონოვა, თეიმურაზ ზუხბაია, ნადეჟდა ტაბიძე, ე. შონია, ევგენია აკირთავა, მელიტონ ბჟანია, ელიზბარ მერჩულე, იოსებ კვარაცხელია, ნიკოლოზ ჩიხლაძე, არეტა ცხაკაია, ივანე ჯიქია, ალექსანდრე გეგია, ეკატერინა ქეცბაია, ვლადიმერ სოკოლოვი, იაკობ სოლოხინი, ალექსანდრე ვარანონი, მიხეილ კუპაიდა, ოლღა გოგია და ნატალია ზავოდჩიკოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი გიორგობიანი შევიდა ბაქოში შექმნილ მენშევიკურ „დრუჟინაში“, რომელიც ლეკებმა ტყვედ ჩაიგდეს. ოსმალოს შტაბმა ყველა ქართველი დააბრუნა სამშობლოში, ხოლო მისი ოჯახი დარჩა ბაქოში, ამიტომ მან დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ვერა სიმონის ასული ქარაბაკი, შალვა ბიჭიკოს ძე ქარაბაკის ქვრივი, მცხოვრები ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში, განათლების მინისტრს უგზავნის თხოვნას, 2000 მანეთის ოდენობის ერთჯერადი დახმარების შესახებ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ანტონ თვალჭრელიძე, სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, სტავროპოლის მხარეში მუშაობდა და განათლების მინისტრს საქართველოში გადმოყვანას სთხოვდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს სახალხო მასწავლებლის ივანე მაღრაძის (მუშაობდა ჯერ რუისში, შემდეგ ბეჟანთკარში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხარაგაულის ორგანიზაციის წევრი. მოკლეს 1905 წელს) ქვრივი ემილია მაღრაძე უსახსრობის გამო განათლების მინისტრს შვილის, თამარ მაღრაძის სწავლის გადასახადიდან გათავისუფლებას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთვარგამგეს მისწერა, რომ ნატალია ბარანნიკის საბუთები იყო პეტროგრადში, სადაც ის 1915 წელს ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა სამინისტროს სთხოვა, რომ მისთვის დაებრუნებინათ პეტრე გნოინსკის ნამსახურეობითი სია.
1918
ტიპი: ღონისძიება
ევგენი ჟარკოვსკის წერილის მიხედვით, 1918 წელს მოზდოკში გამართულ საოლქო ყრილობაში მონაწილეობდნენ პოლკოვნიკი რიმარი, სერგეი კიროვი – ბოლშევიკთა ლიდერი, პიატირუბლიოვი – მოზდოკის რევსაბჭოს წარმომადგენელი და მელიქიანი – ყიზლარის საბჭოს წარმომადგენელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის იანვარში, ევგენი ჟარკოვსკის რუბრიკის თანახმად, მოზდოკის საოლქო ყრილობაზე რევოლუციურმა საბჭომ წარადგინა ინგუშეთში სამდღიანი ლაშქრობის დაწვრილებითი გეგმა, რომელსაც მხარი დაუჭირეს პოლკოვნიკმა რიმარმა და პიატირუბლიოვმა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს თამარ ზაქარიას ასულმა აფაქიძემ, რომელმაც დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის რვა კლასი და შეეძლო საქმის წარმოება ქართულ ენაზე, განათლების მინისტრს სამსახური სთხოვა.
1918
ტიპი: განათლება
1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რკინიგზის მოხელე ვლადიმერ მიხეილის ძე ტატიშვილი მიმართავს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს მისი ვაჟის, მიხეილ ვლადიმერის ძე ტატიშვილის დახმარების თხოვნით, რომელიც არის სტუდენტი ბერლინში და უსახსრობის გამო ვეღარ აგრძელებს სწავლას. თხოვნას თან ერთვის შუამდგომლობის წერილი გრიგოლ რცხილაძისგან, რომელიც იმჟამად იყო დიპლომატიური წარმომადგენელი კონსტანტინეპოლში.
1918
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის 1918 წლის ბრძანებით, მიხეილ შალამბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკური ფაკულტეტის ასისტენტად დაინიშნა.

