რეგისტრირებული ფაქტები87097
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის 1-ელი მაისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე და ნიკოლოზ ლეონიძეები სოლომონ ლეონიძის შვილები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს სასამართლო სენატში საკასაციო წესით უნდა განეხილათ ივლიტა კობიაშვილის და პელაგია ბერძნიშვილის საქმე გიორგი შიშმანაშვილთან მამულზე დავის თაობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს სასამართლო სენატში საკასაციო წესით განიხილებოდა ეგნატე გუნიას საქმე მაკრინე ოდიშარიასთან 530 მან. თაობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს სასამართლო სენატში საკასაციო წესით განიხილებოდა ბაბილინა და მაკრინე კუპრეიშვილების საქმე იუსტინა და ლეონტი ჭელიძეებთან 665 მან. 66 კაპ. თაობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს სასამართლო სენატში საკასაციო წესით განიხილებოდა სამსონ სანოძის საქმე სამედიატორო განჩინების სისრულეში მოყვანის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს სასამართლო სენატში საკასაციო წესით განიხილებოდა გიორგი გაბაშვილის საქმე ანონიო რიცთან ქონების მფლობელობაზე დარღვეული ხელშეკრულების აღდგენის თაობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს სოფელ ლევაშში დაღესტნის თავდაცვის საბჭო და აზერბაიჯანის მიერ აჯანყებული ჯარების მთავარსარდლად გაგზავნილი ნური ფაშა შეიკრიბნენ. ამ მხარეში თურქი ოფიცრების ბატონობა ძლიერდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის მუზეუმის შენობის დამამთავრებელ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ თავმჯდომარე – გ. ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი და ანატოლი კალგინი, დაევალა შეემუშავებინა ინსტრუქცია და 1911 წლის გაუქმებული კომისიისგან მიეღო საქმეები და საბუთები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის ბრძანებით, გაუქმდა 1911 წელს დაარსებული თბილისის მუზეუმის სააღმშენებლო კომისია და სანაცვლოდ შეიქმნა შენობის დამამთავრებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: თავმჯდომარე – გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, ინჟინერი მიხეილ ნეპრინცევი, ანატოლი კალგინი და სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ოპერის თეატრში სერგო ევლახიშვილის ბენეფისი გაიმართებოდა, დადგამდნენ დრამა „კარმენს“, რომელშიც პეტროგრადის მუსიკალური დრამის მსახიობი დავიდოვა მიიღებდა მონაწილეობას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გიორგი კაპანაძე მიწათმოქმედების სამინისტროს ქუთაისის განყოფილებაში იურისკონსულტატად მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს მთავრობის სხდომაზე დადგინდა, რომ მიეღოთ სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენება ველზე დახოცილ მეომართა დასაკრძალად 200 000 მანეთის გადადების შესახებ და სათანადო დეკრეტი წარდგენოდა დამფუძნებელ კრებას დასტურისთვის.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს ზაქარია ოქროპირის ძე მაჭარაშვილი სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1829
ტიპი: თანამდებობა
1829 წელს ონისიმე მაჭარაშვილი სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1815
ტიპი: თანამდებობა
1815 წელს ონისიმე მაჭარაშვილი სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1857
ტიპი: გარდაცვალება
1857 წლის პირველ მარტს სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ სეხნიას ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854-96 წლებში პეტრე ივანეს ძე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851-71 წლებში ბესარიონ გრიგოლის ძე რატიანი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896-1917 წლებში იოანე პეტრეს ძე ჩარგეიშვილი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს ოქროპირ სეხნიას ძე მაჭარაშვილი სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 13 დეკემბერს სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი პეტრე ივანეს ძე ჩარგეიშვილი გარდაიცვალა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წლის 12 ოქტომბერს სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი სვიმონ ივანეს ძე ჩარგეიშვილი გარდაიცვალა.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819 წელს გრიგოლ (გიორგი) ვასილის ძე რატიანი სოფ. კონტუათის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

