რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 იანვარს ქაშვეთში თბილისის მიტროპოლიტმა ლეონიდმა ღვთისმსახურება აღასრულა. პროცესია გაგრძელდა გოლოვინის პროსპექტზე იორდანის მიმართულებით, სადაც შეუერთდა რუს სასულიერო პირებს და მათ ერთობლივად შეასრულეს რიტუალი იორდანის წყლის კურთხევით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 იანვარს სამხედრო სექციამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, სადაც იუწყება, რომ მათ არ შეუძლიათ ბოლშევიკებისთვის ომის გამოცხადება სხვადასხვა მიზეზთა გამო; გარდა ამისა, სამხედრო სექცია სთხოვს ეროვნულ საბჭოს, რომ ჯარისკაცები აღიჭურვონ სხვადასხვა საბრძოლო იარაღით. ხელს აწერს პოლკოვნიკი ზაქარიაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 იანვარს კოჩინოვმა ორდუბატიდან დეპეშა გაუგზავნა მატვეევს, ასლები – დლუსკისა და სბორშჩიკოვს, და სთხოვა, მოსამსახურეებისთვის შეეტყობინებინა, რომ ძარცვის დროს მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებისა და დახმარების გარანტიას აძლევენ. სამხედრო და გზათა კომისრებს – წერილობით ეპასუხათ მათ კატეგორიულ მოთხოვნაზე, იმის მითითებით, რომ უარის გამო მოსამსახურეებმა დაუყოვნებლივ დატოვეს სამსახური და ყველაფერი ბედის ანაბარა მიატოვეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 იანვარს ამიერკავკასიის აგრარული რეფორმის ლიგამ ჩაატარა საორგანიზაციო სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ დროებითი ბიურო უნდა აერჩიათ შემდეგი შემადგენლობით: ს. ა. ზახაროვა, გ. ვ. ზერცალოვა, ა. ზ. თამამშევა, ი. შ. პირუმოვა, ლ. ბ. ბებუთოვა, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე კორინთელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო კომისარმა დავით ვაჩეიშვილმა მოითხოვა 20 000 მანეთი უკრაინიდან ჯარის ნაწილების გადმოსაყვანად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე დადგინდა, რომ თეატრის სააღმშენებლო კომიტეტს უნდა გადაეცეს 50 000 მანეთი თეატრის ასაშენებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. საგარეო სექციის წარმომადგენლობის განცხადებით აფხაზთა წარმომადგენლობის მოწვევა მოსალაპარაკებლად 20 იანვარს დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 იანვარს გზათა სამინისტროს კომისარმა მელიქ ასლანოვმა რკინიგზის უფროსს მიმართა, რომ ამიერკავკასიაში შექმნილი დიდი ფინანსური სიძნელეების გამო მოსამსახურეების ხელფასების დროულად გასაცემად ცენტრალური კომიტეტის მოსამსახურეებთან ერთად კონკრეტული ზომების მიღება იყო საჭირო. გზების სალაროში თანხის შესვლის მიზნით თავდაპირველად მატარებლით უფასოდ მგზავრობას დაუპირისპირდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას შორაპნისა და ყვირილას რკინიგზის სადგურის კომიტეტი მოითხოვდა.
1918
ტიპი: ავტორობა
ჯულფა-ბაქოს სამხედრო რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთა დროებითმა ცენტრ. აღმასრულებელმა კომიტეტმა 1918 წლის 8 იანვარს წერილი გაუგზავნა სამხედრო მინისტრის საქმეთა კომისარს და სთხოვა, სასწრაფოდ ეპასუხათ, სამხედრო უწყება აძლევდა თუ არა სანქციას ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას უბედური შემთხვევების და გაძარცვული მოსამსახურეებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად დახმარების გაცემის შესახებ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოსამსახურეები იძულებულები გახდებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ სამსახური. ამ საკითხის გადაწყვეტის დაყოვნების შემთხვევაში კი მოსალოდნელია გართულებები. კომიტეტი აფრთხილებს, რომ თუ მის ხმას არ გაიგონებენ, პასუხისმგებლობას იხსნის. წერილს ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე ეკოევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა მელიქ ასლანოვმა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს მიმართა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატმა (ელიზავეტოპოლის მოვლენების შემდეგ) 8 იანვრის სხდომაზე რკინიგზელთა ოჯახების ევაკუაციისთვის დახმარების შეწყვეტა გადაწყვიტა. ფაქტი ხელმოწერით ინჟინერმა პისტრიაკოვმა დაადასტურა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს IV კლასის განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი არტიომ კონსტანტინეს ძე ბოლდირევი. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა და შინაგან საქმეთა კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს შვებულებიდან ფრონტზე მიმავალი ვალერიან თევზაძე თბილისში, მიხაილოვის პროსპექტზე, სასტუმრო „ნოეში“ გაჩერდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: სილიბისტრო ჯიბლაძე, პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და იოსებ ანდრონიკაშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე სილიბისტრო ჯიბლაძეს დაევალა, კახეთის რკინიგზის დამცველი რაზმის შეკრების საკითხის კურირება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ კახეთის რკინიგზის მუშათა და მოსამსახურეთა ხელფასის გაზრდის გამო მოსალოდნელი იყო ორმილიონ-ნახევრამდე თანხის დეფიციტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ განსახილველად დააყენა საკითხი კახეთის რკინიგზის შემოსავლის გასაზრდელად სამგზავრო ტარიფის გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კრებას მოახსენა, რომ კახეთის რკინიგზის აქციები, რომლებიც შეადგენდა ეროვნული საბჭოს კუთვნილებას, დაგირავებული იყო აზოვ-დონის ბანკში, რომ მისი წლიური პროცენტული გადასახადი ძალიან გაზრდილი იყო, რის გამოც ისინი ქართულ ბანკებს უნდა გადაებარებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 დეკემბერს სამხედრო სექციამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს ესტატე მაჩაბელის შესახებ, სადაც სექცია არ სცნობდა მას ქართველი ჯარის კომისრად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა გიორგი ლასხიშვილს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, იასონ ლორთქიფანიძეს, ვასილ ყიფიანს, კონსტანტინე კანდელაკს, იოსებ ანდრონიკაშვილს, რევაზ გაბაშვილს, პეტრე ქავთარაძეს, კონსტანტინე მესხს, ფილიპე გოგიჩაიშვილს, გიორგი თუმანიშვილს, კონსტანტინე აფხაზს და დიმიტრი ჩოლოყაშვილს 5 იანვარს, 12 საათზე ქონების სააქციო კრებაზე დასწრების შესახებ, რომელზეც უნდა განეხილათ კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას სხდომაზე გიორგი გვაზავამ კომისიის წევრებს გააცნო ფილიპე გოგიჩაიშვილის მოხსენება კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, გამოეთქვათ აზრი, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კრებას აუწყა ეროვნული საბჭოს კუთვნილებაში მყოფი რკინიგზის აქციების აზოვის ბანკში დაგირავების შესახებ. კრებაზე განიხილეს აქციების გაყიდვის შესაძლებლობაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. კრებაზე გამოითქვა აზრი, რომ კახეთის რკინიგზაზე სამხედრო დამცველი რაზმის შეუფერებელი საქციელის აღმოსაფხვრელად, საბჭოს მხრიდან უნდა დანიშნულიყო კომისარი, რომელიც ხელს შეუწყობდა მართლწესრიგის აღდგენას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე განიხილეს კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამგზავრო ტარიფის გაზრდა.

