საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91197

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ: ქონებათა გამგე გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: რევაზ გაბაშვილი და კოტე მესხი, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი და ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ: ქონებათა გამგე – გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: რევაზ გაბაშვილი და კოტე მესხი, სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და ბუღალტერი – კონსტანტინე შათირიშვილი. სხდომაზე გადაისინჯა კანცელარიის შედგენილი თავადაზნაურობის უძრავო მამულების, ნასყიდობის აქტების, სარგებლიანი ქაღალდების, ვექსილების, ფონდებისა და დეპუტატთა საკრებულოს ინვენტარის სიები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რევაზ გაბაშვილს დაევალა საადგილმამულო კომისიის დოკუმენტების ჩაბარება და სექციის მოსამსახურეთა შტატების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციამ პეტრე მამრაძეს წერილი გაუგზავნა დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე მესხი, კონსტანტინე შათირიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რევაზ გაბაშვილს დაევალა საადგილმამულო კომისიის დოკუმენტების ჩაბარება და სექციის მოსამსახურეთა შტატების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გადაისინჯა კანცელარიის მიერ შედგენილი თავადაზნაურობის უძრავი მამულების, ნასყიდობის აქტების, სარგებლიანი ქაღალდების, ვექსილების, ფონდებისა და დეპუტატთა საკრებულოს ინვენტარის სიები.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 იანვრისთვის თბილისის ხაზინასა და სახელმწიფო ბანკის თბილისის კანტორაში ანგარიში ჰქონდათ საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ თანამდებობის პირებს: კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს ეგზეკუტორ გრიგორიევს – 99 510 მანეთი და 70 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვს – 200 მანეთი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების უფროს კოირანსკის – 74 მანეთი და 46 კაპიკი; კავკასიის რკინიგზების მატერიალური სამსახურის უფროსის მოადგილე გ. ა. ხატისოვს – 635 763 მანეთი და 02 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების საქმეთა მწარმოებელ ბამოვს – 58 მანეთი და 02 კაპიკი.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 10 მაისს მოქალაქე მოზჟუხინმა თბილისის მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საშემსრულებლო კომიტეტის სახელით მიიღო წერილი, ორშაბათს, 13 მაისს, 12 საათზე, ოკონიას საქმეზე გამოცხადებულიყო სამუშაო სექციაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 იანვარს ოკუნევის ხელმოწერით დეპეშა გაეგზავნა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს, იმის თაობაზე, რომ თბილისიდან ალექსანდროპოლამდე (ახლ. გიუმრი), სარიყამიშსა და ჯულფამდე ყველა მოსამსახურეს კომისარიატის დადგენილების თანახმად, საევაკუაციო დახმარება უწყდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რიმსიმე მარტიას ძე აბრამიანი, რომელსაც თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს იოსებ ნადირაძე რაჭის რწმუნებულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს ივანე საყვარელიძე შორაპნის მაზრაში მსაჯულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს რაჟდენ გამსახურდია სენაკში მსაჯულად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 იანვარს სოსიპატრე ასათიანი ლეჩხუმში მსაჯულად დაინიშნა

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 იანვარს მხედართა დელეგატების ყრილობის წარმომადგენლობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს საზავო კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის დასწრების შესახებ. ხელს აწერს თავმჯდომარე მიხეილ იშხნელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 იანვარს მხედართა დელეგატების ყრილობის წარმომადგენლობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიწის შესახებ დეკრეტის გამოცემის თაობაზე. ხელს აწერს თავმჯდომარე მიხეილ იშხნელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა სამხედრო კავშირგაბმულობის უფროსს რკინიგზით ფოსტის გადაზიდვის მე-8 განყოფილების უფროსის ტელეფონოგრამა გაუგზავნა და სთხოვა, მისთვის შეეტყობინებინათ მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში ფოსტის მიტანის რა საშუალებას დააწესებდნენ. გზათა სამინისტროს კომისრის ნაცვლად ხელი ინჟინერმა მ. სავიცკიმ მოაწერა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, სასკოლო სექციის გამგემ ბესარიონ ლომთათიძემ განცხადა, რომ მის თანაშემწედ აირჩიეს ვარლამ ბურჯანაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქონებათა სექციის გამგემ, გიორგი გვაზავამ კომიტეტს მოახსენა ღარიბ მოწაფეთა წერილის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოება იძულებულია გაასხვისოს თავის კუთვნილებაში არსებული სახლი ქართული გიმნაზიის შესანარცუნებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს თბილისის გუბერნიაში ტყეების გაჩეხვის საკითხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე გლეხთა დელეგატების საოლქო ცენტრმა მოითხოვა ნივთიერი დახმარება, რაზედაც ეთქვა უარი უსახსრობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე სამხედრო სექციამ მოითხოვა 13000 მანეთი შტატების მოსაწყობად.