რეგისტრირებული ფაქტები87091
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს გზების უფროსი იყო ა. კანდელაკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი იყო ივანე ლორთქიფანიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს გზების უფროსს, ა. კანდელაკს ტელეგრაფით გადაუცია კავშირგამბულობის მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის ბრძანებულება. ბრძანებულების თანახმად, მთავრობის დადგენილებით რკინიგზის კომიტეტებისთვის ჩამოურთმევიათ ადმინისტრაციული ფუნქცია და მათთვის მხოლოდ პროფესიულ კავშირთა უფლებები და მოვალეობები დაუტოვებიათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 12 სექტემბერს საღამოს 9 საათზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, სადაც არტისტებს აკომპანიმენტს გაუწევდა პიანისტი ე. ნ. გრინელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 12 სექტემბერს საღამოს 9 საათზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, სადაც ვასო აბაშიძე წაიკითხავდა მოთხრობებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ქართულ კლუბში უნდა გამართულიყო კონცერტი ვასო აბაშიძის, ე. ნ. გრინელისა და სხვა ცნობილი არტისტების მონაწილეობით.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი ფლობდა აფთიაქს თბილისში, გოლოვინის 41-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტებრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავარი საწყობი, სადაც ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი მოიპოვებოდა, მდებარეობდა ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანის აფთიაქთან, გოლოვინის 41-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი იყიდებოდა აფთიაქებში და მაღაზიებში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი გამოიყენებოდა როგორც სახის, ასევე – ხელებისათვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილი იყო ფარმაცევტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ფარმაცევტ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სანდრო კორონა იყო კომპოზიტორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პეტერ ალტენბერგი იყო მწერალი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა, რომლის დამდგმელი მხატვარი იყო კირილე ზდანევიჩი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა. ორკესტრს ხელმძღვანელობდა თ. ს. კაცი, მონაწილეობდნენ ბ. ა. გესი და ნ. ს. ბენდიცკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა, რომლის დირიჟორი იყო მ. ს. მიხაილოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა შემდეგი პროგრამით: ალექსანდრე ბოროდინის კვარტეტი – 4 კავალერის სერენადა, ქორეოგრაფიული სცენა – მარკიტანკა და ჯარისკაცი, „ჩინელის სიმღერები“, საშა ჩორნი – მუსიკალური შარჟი, არგონავტების ჰიმნი.

