რეგისტრირებული ფაქტები93177
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1920 წლებში ისიდორე რამიშვილი საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში არნო ონელი მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ამბროლაურის რაიონის სოფელ აბარში, შემდეგ კი – მისი ინიციატივით გახსნილ ლიხეთის დაწყებით სკოლაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლეონიძე დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისკენ სწრაფვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრებმა, გრიგოლ ვეშაპიძემ, რევაზ გაბაშვილმა და საბჭოს ყოფილმა წევრმა დიმიტრი ჯავახიშვილმა საბჭოს პრეზიდიუმში შეიტანეს საპროტესტო განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული საბჭოს მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებას დემოკრატთა ფრაქციიდან მაჩაბლისა და ვაჩნაძის გაწვევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრებს, მიხეილ მაჩაბელსა და დავით ვაჩნაძეს, რომლებმაც გააპროტესტეს დემოკრატთა ფრაქციიდან გაწვევა, შეუერთდნენ საბჭოს წევრები – გრიგოლ ვეშაპიძე (ვეშაპელი), რევაზ გაბაშვილი და საბჭოს ყოფილი წევრი დიმიტრი ჯავახიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დემოკრატთა ფრაქციიდან გაწვეული ეროვნული საბჭოს წევრები, მაჩაბელი და ვაჩნაძე, არ დაემორჩილნენ პარტიის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებას და იუარეს ფრაქციის დატოვება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გენერალი ნაზარბეკოვი კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკში დივიზიის უფროსი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის იანვარში ვალერიან თევზაძე თბილისის სამხედრო სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს, მაგრამ მან უარი განაცხადა და პოლკში დარჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისას ვალერიან თევზაძემ მიიღო გენერალური მდივნის ბრძანება, თავისი ათასეულით უკან დაეხია ჯერ ჩაქვამდე, შემდეგ სამტრედიამდე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 60 წლის დავით კლდიაშვილი პრაპორშჩიკთა ათასეულში სამნეო ნაწილს განაგებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბათუმში ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასული ვალერიან თევზაძე ოლქის უფროსის გენერალური მდივნის შტაბში პრაპორშჩიკთა ათასეულის უფროსად დანიშნეს.

