საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85260

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N24 ცნობით, 20 სექტემბრიდან მიხაილ ბარათაშვილის მაღაზიაში ფეხსაცმლის ძირი გირვანქა 8 მანეთად გაიყიდება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსნებად აირჩიეს 14, 2 სოციალ-დემოკრატი, 2 ნაციონალ-დემოკრატი, 2 სოციალისტ-ფედერალისტი და 8 სოციალისტ-რევოლუციონერი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდის გასაძლიერებლად ლუდმილა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ შესწირა 10 მან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N24 ცნობით, 22 სექტემბერს, პარასკევს, ქ ქუთაისის თეატრში ქართული სამხედრო კავშირის სასარგებლოდ ეგვიპტისა და ტიბეტის საიდუმლოების სასწაულმოქმედი ფაკირი გ. გეორგინი შეასრულებს სამგანყოფილებიან წარმოდგენას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის კომისარმა გრიგოლ გიორგაძემ სამხედრო მინისტრ კერენსკისგან მიიღო დეპეშა, რომ ნებადართული იყო პოლკების ნაციონალიზაცია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) იუწყება, რომ ქართულმა სამხედრო კავშირმა საქართველოში ოთხი სათადარიგო ქვეითი პოლკის დაარსების ნებართვა მიიღო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N24 (რედაქტორი კატო მიქელაძე) იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს ცნობით, ამიერიდან საერთო წევრთა კრება დაიწყება კვირაობით საღამოს 5 საათზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N24 „რიონელი ქალის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პეტროგრადის დემოკრატიული თათბირი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N24) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“ (გაგრძელება) ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. ავტორი მადლობას უხდის ორგანიზაციის დამაარსებელ ქალებს: ე. ურუშაძისას, კ. რევიშვილისას, ვ. ზურაბოვისას, ნ. შენგელიას, ვ. დოლიძისას, ი. განგიას, გ. კალანდარაძისას და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აგვისტოს ქ. სამტრედიაში ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კრებაზე გამოითქვა საყვედური კატო მიქელაძის მისამართით მისი ერთ-ერთი პუბლიკაციის გამო, რომელშიც მან ქალებს მოუწოდა სოციალისტ-რევოლუციონერებისთვის მიეცათ ხმა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო კუზმინი ალექსანდრე ალექსის ძე მცხოვრები იზმაილოვსკის ქუჩა N10-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო მამიკონიანი სტეფანე ისას ძე მცხოვრები პეტრე დიდის ქუჩა N4-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო მარია პლატონის ასული მიქაძე, მცხოვრები კადეტთა ქუჩა N4-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო მირზოევი ალექსანდრე ნიკიტის ძე მცხოვრები ოლღას ქუჩა N21-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო მუჩაიძე მიხეილ ეგორის ძე მცხოვრები ჩერქეძეთის ქუჩა N81-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ივანე ტიმოთეს ძე პოლუმორდვინოვი, მცხოვრები ველიკოკნიაჟესკაიას ქუჩის N19-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო სავინოვი ალექსანდრე თეოდოსის ძე მცხოვრები სუდებნაიას ქუჩა N4-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო სობოლევა ნატალია ნიკოლოზის ასული მცხოვრები ანასტასის ქუჩა N22-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო სოკოლოვი ივანე სამუელის ძე მცხოვრები ვარდისუბნის ქუჩა N23-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ტერ-ავაკიანი არშაკ ბოგდანის ძე მცხოვრები მადატოვსკაიას ქუჩა N7-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ტერ-მინასოვი სერგეი გერასიმეს ძე მცხოვრები მიხაილოვსკის ქუჩა N45-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ტერ-მიქაელიანი ნერსეს მიკირტიჩის ძე მცხოვრები კრასნოგორსკაიას ქუჩა N14-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ტოპჩიანი აკოპ (იგივე აგასი) თათევოსის ძე მცხოვრები ბოლშაია ვანსკაიას ქუჩა N23-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო თუმანოვი არუთუნ მანუკის ძე მცხოვრები ბოლშაია ვანსკაიას ქუჩა N19-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დასაქმებული იყო ხანდამირიანი აბრამი ნიკიტის ძე მცხოვრები კახეთის ქუჩა N26-ში.