საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89494

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია და ნიკოლოზ ჩხეიძე თავმჯდომარეობდნენ, მიიღეს წინადადება ეროვნული საბჭოს წევრთა რიცხვის გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს ნოე ჟორდანიასა და ნიკოლოზ ჩხეიძეს თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების უმცირესობათა წარმომადგენლები ეროვნულ საბჭოში მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის მიხედვით უნდა მიეღოთ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს ნოე ჟორდანიასა და ნიკოლოზ ჩხეიძეს თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს, რომ მომავალ შეხვედრაზე აირჩევდნენ საბიუჯეტო, სამხედრო, იურიდიული და აგრარული კომისიების შემადგენლობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მისალოცი სიტყვა წარმოთქვა: უკრაინის რესპუბლიკის სახელით – ხიმენკომ, ლიტველთა საოლქო საბჭოს სახელით – დაილიდამ, თბილისის ებრაელთა სათემო საბჭოს სახელით – გრუზენბერგმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ქართველ-ებრაელთა წარმომადგენელი მოქალაქე კოკიელოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 მაისს წითელი გვარდიის უფროსს, ვალერიან ჯუღელს, თბილისის საგანგებო საგამოძიებო კომისია სთხოვდა სასწრაფოდ გაეგზავნა სოხუმში დაპატიმრებულ პეტრე გერასიმეს ძე თარხანოვსა და სხვ. მის ხელში არსებული მასალები. განცხადებას ხელს აწერდა თბილისის საგანგებო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ბროდსკი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 მაისს საგანგებო საგამოძიებო კომისია გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრს, მაისურაძეს გორში დაკავებული ივან კარაპეტოვის მასალების გადაგზავნსას სთხოვს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ინგუშთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ზაბალიევმა მთავრობას დეპეშით შეატყობინა, რომ ინგუშთა ეროვნული საბჭო ყველა ზომებს იღებდა საქართველოს სამხედრო გზით მიმავალ ლტოლვილთა გასაშვებად. საბჭო სთხოვდა მთავრობას, რომ აღარ გაეგზავნათ იქ ლტოლვილები, რადგან მათ გადაყვანას ვეღარ უზრუნველყოფდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მაისის ბრძანების თანახმად, კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს შტატების შემცირების გამო 1918 წლის პირველი ივნისიდან თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოლქის სამმართველოს დაქირავებული მოსამსახურეები: სანტექნიკოსი პავლე ბუკანოვი და სამმართველოს სამეურნეო ნაწილის მოსამსახურე გავრილ პერედერეი. ოლქის უფროსის ნაცვლად ფაქტი ხელმოწერით ინჟინერმა ადრიანოვმა და სვირიალ-პეტრენკომ დაადასტურეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, ი. გიორგობიანი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ტყვეთა დამხმარე კომიტეტის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. კომიტეტი გალზაგანში, სამხედრო ტყვეთა ბანაკთან, დაარსდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ეს საკითხი გადაიდო. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა საბჭოს კანცელარიისთვის საბეჭდი მანქანის დროებით თხოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. დადგენილებას ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ი. გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა დროებით საბეჭდავი მანქანის თხოვნის შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გერმანიაში „ქართველ ტყვეთა დამხმარე“ კომიტეტის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. საკითხის გადაწყვეტა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება მისგან „მეხის ამბის“ ხუთი კლიშის 35 მანეთად შეძენის შესახებ. აღნიშნული წიგნი ავტორისგან (გრ. შარაშიძისაგან) უკვე შეძენილი იყო და იბეჭდებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა კლიშეები 35 მანეთად შეეძინა თუ გაფუჭებული არ იქნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ი. ბაქრაძის მოხსენების განხილვა გიორგი ზდანოვიჩის ანდერძის შესახებ გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ივნისში ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლების ყრილობაზე ისიდორე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოსები კონტრრევოლუციონერებს არ გაჰყვებოდნენ და მხარს დაუჭერდნენ ახალგაზრდა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში სტამბოლში გაემგზავრა მთიელთა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარე იყო ბამბატოვი, წევრები – კანტემიროვი და მიქაელ ხალილოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში სახელმწიფო თეატრში ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირმა სპექტაკლები გამართა მსახიობ ნინო ჩხეიძის მონაწილეობით. წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის ორიგინალური პიესა „სულელი", რომელიც 12-ჯერ იყო დადგმული ქუთაისის თეატრის სცენაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში თბილისში ჩამოსული სამხედრო დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი ფრიდრიხ ფონ კრესი, 25 ოფიცრისგან შედგებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში პაველ მახარინსკის შტაბმა სამხედრო მდგომარეობის გამო თბილისის ერთ-ერთი მაღაზიისთვის სასწორის ჩამორთმევა გადაწყვიტა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლ ივნისს ტარას გრიგოლის ძე აბაშიძე დაინიშნა შრომის სამინისტროს ზედამხედველად. შრომის სამინისტრო სთხოვს სალიკვიდაციო კომისიას, მიიღოს ზომები მისთვის ავეჯის გადასაცემად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ივნისიდან იასონ გაბაშვილი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში ფიზიკური ვარჯიშის მასწავლებლად დაინიშნა.