რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დროებითი წევრების, ალექსანდრე ასათიანისა და იოსებ მაჭავარიანის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1918 წლის 27 თებერვალს რუსეთის დიდი რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ალექსანდრე ლომთათიძე ლექციას წაიკითხავდა. წარმოდგენილი იქნებოდა იაკობ ცინცაძის (ია ეკალაძის) დრამა „ნომერი 21 ჯვრით“.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 28 თებერვალს ორპირის ქუჩაზე, საკუთარ სახლში რევოლვერით თავი მოიკლა პორუჩიკმა კოსტა ხურცილავამ. მიზეზი უცნობია.
1918
ტიპი: თანამდებობა
ახალციხის მაზრის კომისარმა მაღლაკელიძემ 1918 წლის 28 თებერვალს თანამდებობა დატოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს აბასთუმნის თეატრში გაიხსნა ახალციხის მაზრის მცხოვრებთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ისიდორე რამიშვილი, მაზრის კომისარი მაღლაკელიძე და ტყის კომისარი ლ. რუხაძე. საქართველოს საბჭოს სახელით კრებას მიესალმნენ ალექსანდრე აბაშელი და ისიდორე რამიშვილი. განიხილეს ახალციხეში მაჰმადიანთა ჯარის შედგენის უფლების, იარაღისა და სამხედრო ქონების, ასევე მაზრის საქმეთა მოწესრიგების საკითხები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქონებათა სექციის წევრს, პეტრე ქავთარაძეს გაუგზავნა წერილი, მას და მამულების მოურავ პეტრე მამრაძეს ქუთაისში გამგზავრებას სთხოვდა ქონების მისაღებად, რომელიც ეროვნული საბჭოსთვის უნდა გადაეცათ ქუთაისის თავადაზნაურობისაგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი ფინანსური დახმარების შესახებ. ისინი ითხოვდნენ, ეროვნულ საბჭოს ავანსად გადაეცა 600 თუმანი საზოგადოების წევრის, დიმიტრი თულაშვილისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს, კავკასიის ფრონტისა და არმიის გაუქმების შემდეგ ილია ოდიშელიძემ ეროვნული შენაერთების შექმნას შეუწყო ხელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 თებერვალს ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის მარტიდან დავით პავლეს ძე ლოევსკი გზათა სამინისტროს ცენტრალური რეგისტრატურის, მიმოწერის ბიუროსა და ეგზეკუტორის ნაწილის უფროსის მოვალეობათა შემსრულებლად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 20 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულზე დავით ორაგველიძე „მეუმრავლესეთა ბრბოს“ წინააღმდეგ იბრძოდა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ელ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს ატყობინებდა, რომ რაუფ-ბეისთან შეხვედრები ჩიხში იყო შესული, თურქეთი დათმობაზე არ მიდიოდა. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს თურქეთის უკომპრომისო დამოკიდებულებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ცხადად ჩანს რაუფ-ბეისთან და ვეჰიბ-ფაშასთან საუბრებიდან. იგი ითხოვს მითითებებს სეიმისაგან. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1918 წლის პირველ მარტს „ნოვაია ჟიზნის“ რედაქციის წევრი სტანისლავ ვოლსკი წაიკითხავს ლექციას „საბჭოთა მთავრობა და პარლამენტარიზმი“.

