რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ეროვნულმა საბჭომ ქართული კორპუსის უფროსად აირჩია გენერალი ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, შტაბის უფროსად – პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრაში თათრებმა დაარბიეს მიქაელ არამიანცის მამული, სადაც კულტურული მეურნეობა იყო მოწყობილი; გაანადგურეს ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათოვის მამული და სადახლოსკენ მელიქოვებისა და სხვათა მამულების ასაოხრებლად წავიდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა სეფე მეთოდის ძე ხომასურიძემ დააარსა წრე მარქსიზმის თეორიის შესასწავლად, რისთვისაც ის ციმბირში გადაასახლეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ელ მარტს დააკავეს დამნაშავეთა ჯგუფი. რევოლუციურ სასამართლოზე საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ნიკოლოზ ბადრიძე (შავო), დავით ქამუშაძე, გაბრიელ ლუკაშვილი, ბაღდო ტერ-მესროფოვი, გაბო გექჩუაშვილი, ვასილ გელიკურაშვილი (ბედნი კიტაი), ანატოლი კოვალენსკი, გიორგი ქარტილაძე, ზაქარია ნათაძე (თარსი), ნიკოლოზ სულაძე, მიხეილ ყაზიაშვილი და არჩილ ბახუტაშვილი მონაწილეობდნენ 1-ლი და მე-2 მილიციის უბნების თანამშრომელთა მკვლელობაში. 3 მარტს სასამართლომ ყველა მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის პირველ მარტს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს თბილისის რკინიგზის დამცვ. წითელრაზმელი გიორგი (ჟორჟიკა) მირზოიანი, რომელიც მოკლეს 20 წლის თელავის ხულიგანი ჯარისკაცების არეულობის დროს. ის უკვე მომწიფებული რევოლუციონერი იყო.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების აქტიური წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მარტში სამხედრო სექციამ ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 18 მარტს დანიშნულ ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო სექციას უნდა წარედგინა ანგარიში ჩატარებული სამუშაოს შესახე. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულიდან ლევან მაღალაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ირიცხებოდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, გორში მოკლეს ნიკო სალუქვაძე, როცა ის ხალხს გამხეცებული ბრბოსგან იარაღით იცავდა. ცხედარი სუფსაში წაასვენეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტის „ერთობის“ ცნობით, ვექილი მაქსიმოვი თბილისში იურიდიულ კურსებს ხსნიდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 2 მარტს, 16.00 სთ-ზე თბილისში შეიპყრეს ავაზაკების ჯგუფი, რომელიც ძარცვავდა მოსახლეობას, ხოცავდა მილიციელებს და სხვ. ჯგუფს მეთაურობდა ცნობილი ქურდი „კოლკა მალაკანი“, ხელმძღვანელი იყო ესიკოვის ცირკში მოთამაშე მესტიევი. გვარდიელებმა 35-მდე შეპყრობილი ავაზაკი სამხედრო-რევოლუციურ სასამართლოს გადასცეს, 12 მათგანს დახვრეტა მიუსაჯეს. სასამართლოში გაირკვა, რომ ამ ჯგუფს ვერის ბაღში მოუკლავს გენერალი კარნაუხოვი, ასევე თბილისში ჩამოსული კომერსანტი ნემიროვსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 2 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გენერალი ვასილ გაბაშვილი ქართული კორპუსის უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქართული კორპუსის შტაბის უფროსად დაინიშნა პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იოსებ მაჭავარიანი, ალექსანდრე ასათიანი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ვლადიმერ ახმეტელაშვილი, გიორგი ანჯაფარიძე, რევაზ გაბაშვილი, დავით ვაჩნაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტს ბათუმის პოლიტიკური დაძაბულობის გასარკვევად ეროვნული საბჭოს სახელით ყველა პარტიიდან გაიგზავნა თითო წარმომადგენელი: არისტო ჭუმბაძე, მიხეილ საყვარელიძე, შალვა შარაშიძე, იოსებ მაჭავარიანი, ვლადიმერ ჯიბლაძე, ბიქტორ თევზაია, თეოფილე შენგელია, რაფიელ ჩიხლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ურატაძე, გრიგოლ სალაყაია, კონსტანტინე ქავთარაძე, ნოე რამიშვილი, ვასილ ციცქიშვილი, ლეო შენგელაია, დავით სულიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იოსებ მაჭავარიანი, ალექსანდრე ასათიანი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე. სხდომაზე ისაუბრეს ბათუმში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ. გამოცხადდა მობილიზაცია და ბათუმში გაიგზავნა მოხალისეთა რაზმები ოსმალეთისგან დასაცავად.

