რეგისტრირებული ფაქტები93165
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის იანვარში ლევან მაღალაშვილი შამქორთან მეთაურობდა თათართა დივიზიას, რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს კავკასიის ფრონტის დეზერტირად ქცეული გაბოლშევიკებული რუსული არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლევან მაღალაშვილი იყო ბორჩალოს მაზრის მოხალისე მუსლიმთა პოლკის მეთაური.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან გიორგი ფურცელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან, კირილე ქუთათელაძე ქართულ არმიაში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში კირილე ქუთათელაძეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი შეიარაღებული ძალების არსებობის პერიოდში უცვლელად ეკავა საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის საარტილერიო სექციის უფროსის თანამდებობა (მასთან შედიოდა არსენალი).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებიდან გარკვეული პერიოდით კირილე ქუთათელაძეს ბათუმის ციხე-სიმაგრის კომენდანტის თანამდებობა ეკავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის დასაწყისში, ლავრენტი ბალუაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ლავრენტი ბალუაშვილი აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქვეითი დივიზიის მე-5 პოლკში უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1919 წლებში ლავრენტი ბალუაშვილი თავის პოლკთან ერთად იბრძოდა შულავერი-სადახლოს ფრონტზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველო სამხედრო მინისტრის №34 ბრძანებით, საბრძოლო დამსახურებისათვის იოსებ გედევანიშვილი წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან კონსტანტინე გელოვანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს კონსტანტინე გელოვანი სომხეთ-საქართველოს ომის ახალქალაქის ფრონტის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს კონსტანტინე გელოვანი სომხეთ-საქართველოს ომის ახალქალაქის ფრონტის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის კონსტანტინე გელოვანი 1918 წელს წმინდა გიორგის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს არტემ ჯიჯიხია დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე გახდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გიორგი თავაძე ქართულ ჯარში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან გიორგი თავაძე იყო მე-2 ქვეითი დივიზიის თელავის მე-6 ქვეითი პოლკის მეთაური.

