რეგისტრირებული ფაქტები88490
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინმა საბჭოთა კავშირის მიერ გერმანიასთან დადებულ რაპალოს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) მონაწილე იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს უმაღლესი მთავრობის განკარგულებით მილიციის პრაპორშიკი ბიჭია გიორგობიანი ოჯახის საქმეების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ განიხილა ახალციხის მაზრის აწყურის საზოგადოების წევრის, სოფ. დვირის მღვდლის, ილია შუბლაძის, სასწავლებლის წიგნებითა და რვეულებით დახმარების საკითხი და გადაწყვიტა, შუბლაძისათვის 30 ცალი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" და 100 ცალი ქართული საწერი რვეული გაეგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 დეკემბერს გაიხსნა ახლად გაკეთებული დაბახანის ხიდი, რომლის კურთხევას დაესწრო თავადი გოლიცინი მეუღლესთან ერთად.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1926
ტიპი: გარდაცვალება
1926 წლის 11 ივნისს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ლევილში.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1921 წლებში ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე იყო.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს გიორგი (გოგა) ალექსანდრეს ძე ჩხეიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს ვალიკო ილარიონის ძე ჩუბინიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1962
ტიპი: გარდაცვალება
1962 წელს სოფ. მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ ბესარიონის ძე არევაძე გარდაიცვალა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის აგვისტოდან ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე იუნკერთა სამხედრო სკოლის ხელმძღვანელის, გიორგი კვინიტაძის, თანაშემწე იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-98 წლებში ექვთიმე გიორგის ძე ოყროშიძე სოფ. მაქათუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მაისს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი ბოლშევიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს.
1800
ტიპი: თანამდებობა
1800-40 წლებში იესე ტყეშელაშვილი სოფ. მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს დავით ალექსანდრეს ძე ჩხეიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აგვისტოში ვალიკო ილარიონის ძე ჩუბინიძე ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.
1861
ტიპი: გარდაცვალება
1861 წლის 4 მარტს სოფ. მაქათუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით თედორეს ძე ბლუაშვილი გარდაიცვალა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905-17 წლებში თეოფანე დიმიტრის ძე ბაქრაძე სოფ. მაქათუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1861
ტიპი: თანამდებობა
1861-74 წლებში გიორგი პაატას ძე ოყროშიძე სოფ. მაქათუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

