საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87091

1847

ტიპი: გარდაცვალება

1847 წლის 2 სექტემბერს სოფ. მარტოთუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე ბებიაშვილი გარდაიცვალა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში ვლადიმერ ბესარიონის ძე არევაძე სოფ. მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან არსებული სამხედრო ცენტრის წევრი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 18 ნოემბერს გამართულ ახლად შექმნილი ნოქართა დამხმარე საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს გრიგოლ ადელხანოვი, ხოლო გამგეობის წევრად კენჭისყრის გარეშე – კოსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 ნოემბერს გამართულ კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებას 27 კაცი დაესწრო. კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები და მოხელეები, თავმჯდომარედ – ოლქის სასამართლოს უფროსი თავმჯდომარე მ. მ. შარიგინი, მის ამხანაგებად – ო.ა.ფერსმანი და ლ. ი. შევალიე, ხაზინდრად – ი.კ. სავიცკი, მდივნად – მ. ო. გრუზენბერგი, ბიბლიოთეკრად – ო. ი. ოსტენ-საკენი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის სააბრეშუმო სადგურში შესამოწმებლად წარდგენილი იყო 8 000-ზე მეტი ყუთი აბრეშუმის გრენა (ჭიის თესლი) არასხანიანცის, ს. ტადევოსიანცის, შ. პაშაიანცის, ტერ- ზახარიანცის, გალუსტიანცის და ედუარდ ბლოკისა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „ვიქტორ ჰიუგო“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში ი. ბაშინჯაგიანი საზაფხულო თეატრში სურათების გამოფენას აპირებდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისის „დროების“ ცნობით, ი. ბაშინჯაგიანი სომეხი მხატვარი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 მაისს აბუევის ჭურჭლის მაღაზია დაიწვა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის წინამძღოლი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სიტყვა, რომლითაც მან ქუთაისის თავდაზნაურთა კრებაზე დიმიტრი ყიფიანს მიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი ქუთაისის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას წინამძღოლად არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ მეშვეობით დავით წულუკიძემ 29 ივნისისთვის დაბა ხონის სამასწავლებლო სემინარიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების წევრებს კრებაზე დასწრება სთხოვა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით წულუკიძე ხონის სამასწავლებლო სემინარიის მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის წერილი ესტატე მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ბუტლეროვმა ეკონომიური საზოგადოების კრებაზე ჩაის მოყვანის შესახებ ისაუბრა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მაისის „დროებაში“ ივანე მუხრან-ბატონის წერილი დაიბეჭდა, რომლითაც მან ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის გამო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის მაისში რაჟდენ ჯაჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველთა მოადგილედ აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის მაისში ვასილ რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველთა მოადგილედ აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის მაისში გიორგი წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველთა მოადგილედ აირჩიეს.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის მაისში ალექსანდრე ჩოლოყაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის მაისში ეკატერინე გაბაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის მაისში გიორგი იოსელიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის მაისში ვასილ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის წევრად აირჩიეს.