რეგისტრირებული ფაქტები90442
სორტირება თარიღი მზარდობით
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 4 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიის სამმართველოში 3800 მანეთად საჯაროდ უნდა გაყიდულიყო დიასამიძეების ოჯახის კუთვნილი ორსართულიანი სახლი ქუთაისში, რომელიც 5440 მანეთად ჰქონდა ნაგირავები სოფიო ვასილის ასულ გურიელს.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 4 აგვისტოს თბილისის ოლქის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გრიგოლ დავითოვის დუქანი და ფურნე თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, რომლებიც მეპატრონეს ჩამოერთვა ელისაბედ ბალიოზოვის ვალის გადაუხდელობის გამო.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 4 აგვისტოს, თბილისის ოლქის სასამართლოს ბოქაულის, პეტრე ხანდამოვის განკარგულებით, საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გრიგოლ დავითოვის კუთვნილი დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს ჩამოერთვა ელისაბედ ბალიოზოვის ვალის გადაუხდელობის გამო.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 14 აგვისტოს გორის მაზრის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ელიზბარ პავლეს ძე ერისთავის მამული სოფელ კარალეთში, რომელიც მეპატრონეს სესხის, 10000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 აგვისტოს ფოთში გამართულ რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებული სადილზე გრაფმა ვლადიმერ ლევაშოვმა განაცხადა, რომ მომავალი წლის მაისისთვის ფოთი-ქუთაისის პირდაპირი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდებოდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 27 აგვისტოს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება ქალაქ პიატიგორსკში საზოგადოებრივი ბანკის გახსნის შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით გენერალ-ლეინტენანტი ივანე ალექსანდრეს ძე ბარტოლომეი თეთრი არწივის ორდენით დააჯოლდოვეს
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ქუთაისის მაზრის სამმართველოს ნამდვილი მრჩეველი, დავით ერისთავი და V განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, კონსტანტინე ერისთავი, დაჯილდოვდნენ წმინდა ანნას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის III განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ნიკოლოზ ყენია დაჯილდოვდა წმინდა ანნას III ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ქუთაისის მაზრის V განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი დავით წულუკიძე დაჯილდოვდა წმინდა ანნას III ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ზუგდიდის მაზრის I განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, ნიკოლოზ დადიანი, დაჯილდოვდა წმინდა ანნას III ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, შორაპნის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი სიმონ ჩხეიძე დაჯილდოვდა წმინდა ანნას III ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ქუთაისის მაზრის III განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, ნესტორ ერისთავი, დაჯილდოვდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ლეჩხუმის მაზრის I განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, დავით წულუკიძე, დაჯილდოვდა სტანისლავას III ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, რაჭის მაზრის I განყოფილების მომრიგებელი შუანდგომელი ივანე წულუკიძე და იმავე მაზრის II განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი ალექსანდრე აბდუშელიშვილი დაჯილდოვდნენ სტანისლავას III ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, რაჭის მაზრის I განყოფილების მომრიგებელი შუამდგომელი, ლუარსაბ ყიფიანი, დაჯილდოვდა სტანისლავას II ხარისხის ორდენით.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 30 აგვისტოს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ქუთაისის მაზრის სამმართველოს ნამდვილი მრჩეველი, დავით ერისთავი, დაჯილდოვდა წმინდა ანნას II ხარისხის ორდენით.

