რეგისტრირებული ფაქტები80232
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მარიამ ბუტულაშვილი-ჭრელაშვილის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში დანიშვნა სთხოვა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 26 თებერვალს ექიმმა მოწმობით დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე სისხლნაკლულობით იყო დაავადებული. იგი გადაღლილი იყო და აუცილებლად სჭირდებოდა დასვენება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 თებერვალს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ განაცხადა, რომ როგორც საბუთებიდან ჩანდა, პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილს მასწავლებლობის ფორმალური უფლება ჰქონდა. მას თუ არაფერი აბრკოლებდა შეიძლებოდა რომელიმე გიმნაზიაში ან სასწავლებელში თავისუფალ ადგილას მასწავლებლად დაენიშნათ, მაგრამ მასწავლებლების მიწვევის უფლება ერობას ჰქონდა და ალღუზაშვილს შეეძლო სამსახურის თაობაზე თავისი საბუთებით ერობისთვის მიემართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საოსტატო ინსტიტუტის საქმეებთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეული დიმიტრი უზნაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს კანცელარიის დირექტორისთვის 600 მან. მიცემის შესახებ იმ მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, რომელთაც ხარჯთაღრიცხვის შესადგენად დამატებითი იმუშავეს. თანხა მიეცა ორი მოსამსახურის დასაკმაყოფილებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 27 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს კანცელარიის დარაჯის, თექთუმანიძისთვის მეუღლის დასამარხი ხარჯების დასაფარად დახმარების აღმოჩენის საკითხი. ფულადი დახმარების ოდენობა 500 მანეთი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის1919 წლის 27 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს რწმუნებულ აკ. ფაღავას მოხსენება ბათუმში გიმნაზიის გახსნის შესახებ და დაადგინეს: გაიხსნას ქართული სახაზინი გიმნაზია. თანამდებობის პირთ და მასწავლებელთ 4 თვის განმავლობაში მიეცეთ დამატებითი ჯილდო _ თვეში 300 მან. და გზის ფული _ დირექტორს I კლასის ბილეთი და მასწავლებელს II კლ.
1919
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის 1919 წლის 27 თებერვლის N16 ბრძანების მიხედვით, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელ ვასილ აბდუშელიშვილიშვილისთვის უნდა ჩაეთვალათ სახელმწიფო სამსახურში განათლების სფეროში ნამსახურეობის წლები 1913 წლის 1-ლი ენკენისთვიდან.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 27 თებერვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის N 19 ბრძანების მიხედვით, 1919 წლის პირველი სექტემბრიდან სახალხო განათლების სამინისტროს ასპარეზზე ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელ სავლე იოსების ძე აბულაძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინა ვასილის ასული აკოფოვას მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარდგინების პირს ამზადებდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინა აკოფოვა იმსახურებდა გერმანული ენის შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებას. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფოვა ქერჩის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო მიუნხენში, სადაც კონსერვატორია დაამთავრა და იქვე გერმანულ ენას სწავლობდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 თებერვალს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებლის ნაცვალმა სურმავამ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს ევგენი ჭოღოშვილსა და თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორს პეტრე ჩარექიშვილს სთხოვეს, წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მასწავლებლის დავით ანანიაშვილის გაკვეთილებს დასწრებოდნენ. შეეფასებინათ მისი უნარი და გამოცდილება, როგორც პედაგოგისა და საქმის მცოდნისა და დასკვნა სამინისტროსთვის წარედგინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელი მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები იპოლოტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ე. სარაჯიშვილის ნების აღმსრულებელთადმი მიმართვა განსვენებულის მიერ ნაანდერძევი თანხიდან 200000 მანეთის წიგნების გამოცემის საჭიროებისთვის გაცემის თაობაზე. გამგეობის ცნობით, წინა წელს უკვე მიღებული ჰქონდათ 120000 მანეთი. საკითხის მოგვარება გამგეობის თავმჯდომარეს დ. გ. კარიჭაშვილს და მდივანს ვ. ბურჯანაძეს დაევალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კომისიის მოხსენება მაღაზიის აღწერის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: კალენიკე ქავთარაძე, იოსებ გიორგობიანი, ვარლამ ბურჯანაძე და ტერენტი წერეთელი. მოხსენებიდან გაირკვა, რომ მაღაზიას 2419 მან. და 89 კაპიკის საქონელი დააკლდა. გამგეობამ მაღაზიის გამგე გააფრთხილა, კომისიის მიერ აღმოჩენილი შეცდომები აღარ განმეორებულიყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი წერეთლის მემკვიდრეთაგან მისი თხზულებათა გამოცემის უფლების შეძენის საკითხი. გამგეობის დადგენილებით, გიორგი წერეთლის მემკვიდრეებისთვის თხზულებათა გამოცემის უფლების შესაძენად ჰონორარის სახით 3000 მანეთი უნდა მიეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განსვენებულ სოლომონ ივანიაშვილის ხსოვნის აღსანიშნავად განსვენებულის ძმების, ივანე, სამსონ და სვიმონის მიერ საზოგადოებისათვის 1000 მანეთის შემოწირვის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, მადლობა გამოეცხადოს განსვენებულის ჭირისუფლებს გაზეთის საშუალებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვეჯინის განყოფილების ანგარიში, რომლის შემოსავალიც 1918 წელს 959. 70 მანეთი იყო, გასავალი – 634. 72, 1919 წლის პირველი იანვრისთვის დარჩენილი იყო – 324. 98. საანგარიშო წელს საზოგადოებამ ადგილობრივი საკრედიტო ამხანაგობისგან შემოწირულობად განყოფილებისა და სამკითხველოს სასარგებლოდ 1000-100 მანეთი მიიღო, განყოფილებას ჰყავდა 100 წევრი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი თბილისის განყოფილების უმოქმედობის შესახებ. დღიდან დაარსებისა განყოფილებას წლიური კრება არ ცაუტარებია. 1916 წ. არჩეული გამგეობა უმოქმედებას იჩენდა. არ ტარდებოდა გამგეობის სხდომები. მთავარი გამგეობის გადაწყვეტილებით, დაევალა ხსენებულ განყოფილების გამგეობას მოიწვია წევრთა წლიური საზოგადო კრება და წარედგინა მათთვის მოქმედების ანგარიში. ამის შესასრულებლად ორი კვირის ვადა მიეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გამგეობის წევრთა გასამრჯელოს შესახებ. გამგეობის დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან გამგეობის წევრებს თითო სხდომისთვის მიეცეთ 15 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სახელმძღვანელო წიგნების შესწორების შესახებ, რომელიც დასვა თ. კიკვაძემ. ის ითხოვს დედა ენა I და დედა ენა II ნაწილი, აგრეთვე ბუნების კარის შესწორებას. გამგეობამ დაადგინა: გადაიდოს დედა ენა I ნაწილის შესასწორებლად 3000 მან. და II ნაწილის 5000 მან., ხოლო ბუნების კარის შესასწორებლად - 10000 მანეთი. დედა ენა I ნაწილი უნდა შესწორდეს ისე, რომ მოთავსდეს ერთი წლის კურსი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს სახალხო განათლების სამინისტროდან სწერენ, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიის მასწავლებელ ვასილ აბდუშელიშვილს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში სახალხო განათლების სფეროში ნამსახურეობის წლები 1913 წლის პირველი ენკენისთვიდან. ასევე, 19 თებერვლის N140 მიწერილის პასუხად სთხოვენ შეადგინონ ხსენებული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სია შემოღებული ფორმის მიხედვით. ხელს აწერს მთავარგამგე გ. ნათაძე და საქმის მწარმოებელი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი მარტიდან აგრაფინა ბახტაძე ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.