საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88489

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, ჩემთვის ჩემი ბოლო პოემა მთელი ცხოვრებაა, ამაზე უკეთესს ვერასდროს დავწერო.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ როგორც პოეტი თავს დავიწყებულად გრძნობდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ საქართველოსთვის მენშევიზმი უდიდეს ბოროტებას წარმოადგენდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, „ცისფერყანწელები“ ბრბოს არ წარმოვადგენთო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, მე წინა წერილში უბრალოდ ფაქტებზე მივუთითებდი, შენ კი ამაზე გაბრაზდი, ჩაიქნიე ხელი ჩემზე და წახვედიო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა და ურჩია ყველანაირად ეცადა გერმანიაში ჩასვლა და იქ მკურნალობა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, გამოჯანმრთელებამდე პარიზიდან საქართველოში ნუ ჩამოხვალ, მგზავრობისგან თავი შეიკავეო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, შენი ავადმყოფობის ამბავმა ძალიან დამამწუხრაო.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ „წმინდანიანის“ პარიზში ხელმეორედ გამოცემა უნდოდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, 26 მაისს პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა კრება გამართეს კაფე „ვოლტერში“, რომელსაც მეც დავესწარიო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ წინა ღამეს გრიგოლ რობაქიძე დაესიზმრა.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა და სთხოვა, შენი სურათი გამომიგზავნე, ძალიან მომენატრა ნაცნობი სახეების დანახვაო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, პარიზში, ჩემი ჟურნალის გამომცემლობაში ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმება მსურსო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან იოსებ გრიშაშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა მისი ახალი ლექსის, „დაუდეგარი ღამის“, პირველ ვერსიას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძემ თბილისიდან წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელიც შეიცავდა ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან და გალაქტიონ ტაბიძეებისა და თავად გრიგოლ რობაქიძის პოეტურ პორტრეტებს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, შენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნეთ კრებული „армянская поэзия“, რომელსაც საახალწლოდ მიიღებო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 7 ივნისისთვის გადაიდო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს რობიტოვი წინამხარის მაზრის პოლიციელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, სულხანოვი წინამხარის მაზრის ექიმი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგი ფიზიკოსი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ევროპის ბაღში ფიზიკოსმა დერინგმა ნისლოვანი სურათების გამოფენა გამართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქალაქის მრჩეველთა სხდომა შიოევის სახლის თაობაზე ხმოსანთა ნაკლებობის გამო ვერ შედგა.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წელს ქემირ-ისკანდერ-რამაზან-ოღლიმ ყაზახეთის ერთ-ერთი მაზრის მკვიდრს 4000 მანეთი წაართვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჭყონიამ სამუშაო ოთახი გაბრიელ თამამშევვის სახლში იქირავა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო სარგის კაკაბაძის ახალი სახელმძღვანელო „შემოკლებული ისტორია საქართველოსი“ (ახალი საუკუნეების ეპოქა), „სორაპნის“ გამოცემა.