საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87089

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო სარგის კაკაბაძის ახალი სახელმძღვანელო „შემოკლებული ისტორია საქართველოსი“ (ახალი საუკუნეების ეპოქა), „სორაპნის“ გამოცემა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 27 იანვარს ზაქარია (შაქრო) ვასილის ძე ჯავახიშვილს წმ. ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ან-ბანის ფსევდონიმით ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „შიოლა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შალვა ამირეჯიბის წერილი „თბილისის უნივერსიტეტი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესსა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „იძულებითი პრინციპი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კახეთში ანასტასია გრიგორის ასული ფავლენიშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ბარბარე ალექსანდრეს ასული ფავლენიშვილისა მადლობას უცხადებს მათ, ვინც გაიზიარა ანასტასია გრიგორის ასულ ფავლენიშვილის გარდაცვალება, განსაკუთრებით, კახეთის რკინიგზის სამმართველოს მოსამსახურეებს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დათიკო ლორთქიფანიძე და დათიკო მებუკე იუწყებიან მეგობრის, ქეთო ივანეს ასულ ქუთათელაძის უდროოდ გარდაცვალებას.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისამ თელავის მაზრის უფროსის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობა სცადა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისს სტანისლავ ვეის-ფონ-ვეისენგოფმა სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაზე ეგვიპტის ირიგაციის შესახებ გამოკვლევა წაიკითხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ვიქტორ გეევსკიმ სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების მოქმედების ანგარიში წაიკითხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის თავმჯდომარეობით სამეურნეო საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, იონა მეუნარგიამ გრიგოლ ორბელიანის ნაშრომების განხილვა დაიწყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატიიის „ვიქტორ ჰიუგო“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში სულხანოვმა პოლიციის ჩინოვნიკ რობიტოვთან ერთად სოფელ ვეჯინში არაერთი ყვავილით დაავადებული ადამიანი აღმოაჩინა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ იასონ ჯავახიშვილის წერილი „საქართველოს უნივერსიტეტი“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ივანე ხატისოვის ხელმძღვანელობით გამართულ სამეურნეო საზოგადოების კრებაზე არყის ბაჟისა და ტყეების დაცვის საკითხი განიხილეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე საქართველოს ეროვნული კრების წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1921 წლებში არტემ მურზაყანის ძე ჯიჯიხია საქართველოს ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში არტემ მურზაყანის ძე ჯიჯიხია საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 პოლკის შტაბის უფროსი იყო.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არტემ მურზაყანის ძე ჯიჯიხია I მსოფლიო ომის მონაწილე იყო. იგი აღმოსავლეთ პრუსიის ფრონტზე იბრძოდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს იასონ ილიას ძე ამაშუკელმა 40 მანეთი და 65 კაპ. შეაგროვა და სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ- სამკითხველოს გაუგზავნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ალექსანდრე დავითის ძე ჯინჭარაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.